0

facebook-ის დაკიდება


ამ დღეებში ისეთი ნოსტალგია მაქვს, დილის 8-ზე რო მითხრან ადექი სკოლაში გაგვიანდებაო ისე წავალ არც კი გამახსენდება რო სკოლა 3 წლის წინ დავამთავრე და ერთადერთი წასასვლელი მარტო სამსახურში ვარ ისიც კვირაში ორჯერ.

სკოლა ვახსენე და fb-იც ბარემ და უცნაურია რა მარტივად შეუძლია სოც მედიას ურთიერთობების გაფუჭება. მაგალითად ჩემი სკოლის დამრიგებელს რომელსაც წლების მანძილზე ჩემზე წარმოდგენა ქონდა როგორც ძაან ჩუმი ბავშვი რომელიც ზედმეტად ხმის ამოღებას ვერ ბედავს, დამიმეგობრდა და 1 კვირაში გაიგო რო თურმე მისთვის მიუღებელ კატეგორიაში გავდივარ. რა თქმა უნდა წამშალა ბოლოს.

ისე ერთის მხრივ ეგ კარგიც არის, განახებს ყველა როგორია ზოგი იმაზე უფრო დეგენერატი აღმოჩნდება ვიდრე გვეგონა ან პირიქით. მოკლედ ჩვეულებრივი კომუნიკაციის დროს სოც მედიაში შენი ნამდვილი თავის დანახება უფრო ადვილია. ადრე თუ გვიან მაინც “შეგეშლება” რაღაც.

მაგალითად რაც არ უნდა დიდი წარმოდგენა ქონდეთ შენზე, გააზიარებ იმას რო სოდა კიბოს არჩენს და მორჩა ავტომატურად დეგენერატი ხარ.

იმიტომ რომ სოდა კიბოს არ არჩენს 2+2

ან რაც არ უნდა დეგენერატი ჩანდე დაწერ ერთ “ქულ” სტატუს და მორჩა, ლაიქების ცვენაში ხარ.

მაგარი აჯაფსანდალია, მაგრამ ურთიერთობები fb-ზე უფრო მარტივია. ბევრი ლაიქი გაქვს, მაგარი ტიპი ხარ. რამდენიმე სტატუს დაწერ რომელიც ასს ლაიქს გადააჭარბებს და მორჩა, უფრო მაგარი ტიპი ხარ.

ოღონდ შენ ბაბლში ხარ მაგარი ტიპი სხვისაში არც ისე.

თუ მხოლოდ 100 მეგობარი გყავს მაშინ საეჭვო ტიპი გამოდიხარ, სავარაუდოდ ჰომოფობი ან რასისტი ანდა სულაც ნაცისტი და მხოლოდ შენი ბაბლი გინდა გარშემო გყავდეს. თუ 7000+ follower გყავს მაშინ ვარსკვლავი გამოდიხარ და თუ მეგობრები 5000-ს აჭარბებს სელებრითის კატეგორიაშიც შეგიძლია გახვიდე.

თუ ხატებით გაქვს აჭრელებული მაშინ რელიგიური ტიპი ხარ რომელიც 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის ქავერს დაიყენებს და ჯოჯოხეთში გაგზავნის როცა საწინაარმდეგო აზრს დაუფიქსირებს.

ხო ის ტიპები რომლებიც წესით  ძალიან ფეხებზე უნდე გეკიდოს იმიტომ რომ საერთო არაფერი გაქვს მათთან, უცბად არ გკიდია.

იმიტომ რომ ეგ ტიპები ძაან ადვილად ახერხებენ შენს ნერვებზე თამაშს. ოღონდ იმათ რატომ არ კიდიათ ეგ უკვე საიდუმლოა. ზოგი ამბობს იმიტომ რომ მთავორბის შექმნილი ბოტები არიანო (შეიძლება ესეც იყოს) ზოგი იმიტომ რომ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვსო. Why not both?!

ხოდა უცბად გავაცნობიერე რომ ფეხებზე მკიდია უკვე. კი ნიუსები მომაკლდა, მაგრამ კარგი ამბავი როდის გავიგე არც მახსოვს, პლუს უკვე ძაან მკდიია აქ რა მოხდება. ვისაც არ უნდა ეკიდოს იმას კიდია ყველაზე მეტად.

ხოდა ალბათ აღრ აღვადგენ fb-ს. ერთადერთი სამსახურის ხალხთან მჭირდება კონტაქტი და მაგას რა ვუყო არ ვიცი. ხო კიდე ჩემი ქრაშია მანდ და ლაიქებით მაიცნ ვურთიერთობდით ხოლმე, მაგრამ მაინც შეყვარბული ყავს :დ we had no chance.

პ.ს ერთადერთი გიგას სტატუსები მომენატრება ვიცი.

პ.პ.ს არა გიგა ჩემი ქრაში არ არის, გიგა უნიქორნია. იმიტომ რომ უნიქორნები ყველას მოწონს.

 

Advertisements
0

პოსტი


ის მომენტი როცა ფილმის განხილვა უნდა დაწერო წესით, მაგრამ თავში არაფერი არ მოგდის, იმიტომ, რომ თავი ცარიელი გაქვს… და ვერც ვერანაირ მეტაფორას ვერ იგონებ, რომ შენი მდგოამრეობა აღწერო, იმიტომ კი არა, რომ უგუნებოდ ხარ, უბრალოდ… გეშინია, რომ ემოციებმა არ გძლიონ და არ აფეთქდე :დ

ჰოდა ისეთი არაფერი, უბრალოდ ეს ბლოგი მომენატრა და აქაურობაც, მაგრამ სინამდვილეში ის დრო მომენატრა, როცა აქ ვწერდი :დ ღამის ორი საათის პათეტიკას დავაბრალოთ ეს პოსტი მეტს არაფერს… თორე მე რომელი რომანტიკოსი ვარ, წარსულს მივტიროდე. უბრალოდ ხანდახან საკუთარ სარკაზმსაც ივიწყებ და ყველაფერსაც და აცნობიერებ, რომ არ გინდა წინ წასვლა და ოცნებობ ხანდახან უკან დარუნებც შეგეძლოს. ჯანდაბა, ბოლო პოსტი იანვარში დავდე და არც ბევრი ლაიქის იმედი მქონდა და არც არაფრის… (დავალებული პოსტი იყო და იმიტო დავდე) უბრალოდ ეს ბლოგი მომენატრა და ის დრო როცა 13 წლის იყავი და დიდი გულის ფანცქალით წერდი ახალ პოსტს და ხუთ წუთში ამოწმებდი ვიზიტორებს :დ ახლა რა, ყველაფერი გკიდია, თან არა მარტო ბლოგზე, ცხოვრებაშიც. :დ

ხოდა რა მინდოდა, რაღაც საინტერესო იდეა მაქვს და შეიძლება განვახორციელო, სხვა ბლოგს უფრო შეეფერება, მარა ახლის ნერვები სად მაქვს ისევ აქ ჯობია, მაინც ჯერ კიდევ ვახსოვარ ჩემ მკითხველებს… სასაცილოა არა? :დ ვიცი არაა მაგრამ მეცინება, და დილით ამ პოსტს რომ ვნახავ სირცხვილით დავიწვები, როგროც სხვა ბევრი გულახდილი პოსტის შემთხვევაში ვყოილვარ. უბრალოდ… მინდოდა, რომ რაღაც დამეწერა. კი მინდა დაბრუნება, მაგრამ ჯანდაბა, რა აზრი აქვს? ბლოგი არავის ადარდებს.

0

Birdman


BIRDMAN-poster-crop-255x300

okay დავიწყოთ იმითი, რომ ჯესის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ორი უფასო მოსაწვევისთვის. სხვაგვარად რომ არა აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს ფილმი მენახა, რადგან არ არის ისეთი ფილმი მე რო მომწონს ხოლმე ანუ არც საშინელებათაა და არც სათინეიჯერო. არც დამაინტრიგებელი სიუჟეტი არ აქვს სადაც რაღაც კვანძია ჩახლართული და მერე საათობით ტვინს იწვალებ იმაზე ფიქრით რა მოხდება და როგორ.

მოდი სიმართლე ვთქვათ. ეს ფილმი დიდად არ მომეწონა. ანუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება იდეა კარგი იყო ხოლო გადაღება არა (ეგ კიდე უკვე კარგია, უმეტეს შემთხვევაში არც გადაღება ვარგა და არც იდეა). ეს რეჟისორის ბრალი არაა? არ ვიცი ვერ ვიტყვი ვერაფერს ესე გადაჭრით და დაზუსტებით. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფილმში წამოყენებული არც ერთი სცენა არ იყო ზედმეტი!

სიუჟეტი შემდეგნაირია. ყოფილი კინოვარსკვლავი რომელმაც ახალგაზრდობაში განასახიერა სუპერგმირი Birdman, ახლა ყველასგან მივიწყებულია და სიგიჟის ზღვრამდეც კი არის მისული. მის ფიქრებს არარსებული სუპერგმირი birdman ყველამხრივ აკონტროლებს, რაც ნელ-ნელა იწვევს მისი ფსიქიკის მოშლას.

ჰმმ… ეხლა რა ვთქვა. იცით რა, ჩემი აზრით თუ უბრალო ფილმებს იმისთვის უყურებთ რომ გაერთოთ (ჩემნაირი თუ ხართ ანუ) არ გირჩევთ მის ყურებას. საკმაოდ აზრიანი ფილმია. ფსიქლოგიურმა წნეხმა ნამდვილად მომხიბლა, მთავარი გმირის რიგანის ორმა პიროვნებაც ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით რიგანში ორი პიროვნება იყოს, ერთი რომელიც თავს ილუზიებით იტენის და მეორე რომელიც მწარე სიმართლეს პირისპირ იღებს, მაგრამ რა ვიცი… ჩემი აზრით ბოლომდე ეს ფილმი ვერ გავიგე. შევეცადე, მაგრამ გამიჭირდა.

თქვენზეა გაიგებთ თუ არა, ეს ინდივიდუალურია. მე უფრო Birdman-ს სააზროვნო ფილმების კატეგორიაში გავიყვანდი სადაც მოგიწევს იფიქრო რეჟისორს რისი თქმა უნდოდა. მოკლედ არ ვიცი. არაა ცუდი ფილმი, ოქროს გლობუსსაც იმსახურებს, მაგრამ მე მაინც არ მომეწონა.  😀