facebook+love


_ როგორ ხარ?Image

_ კარგად შენ? და საერთოდ გიცნობ?
_ სახელით ვერ ხვდები ვინ ვარ?
_ ვერა. ჯეიმს ყიფშიძის სახელით არავის არ ვიცნობ
_ არა უშავს. იმედია ეხლა ხაზიდან არ გახვალ
_ არა რატომ უნდა გავიდე? უბრალოდ თავი არ მომაბეზრო.
_ ოკ. რა გქვია?
_ სახელით ვერ ხვდები ვინ ვარ?
_ ვერა. _ ბიჭმა გაიღიმა თუმცა გოგომ მისი ღიმილი ვერ დაინახა _ მეტყვი?
_ ემა
_ ეგ ხომ შენი ნიკია?
_ ხო მერე რა? შენ თუ არ მეუბნები შენს სახელს მე რატომ უნდა გითხრა?
_ ხომ გითხარი? ჯეიმსი
_ მეც ხომ გითხარი? ემი.
ბიჭმა კოცნა გამოუგზავნა
_ ეგ რა იყო?
_ არაფერი შემთხვევით გამოგიგზავნე სხვისთვის უნდა გამეგზავნა.
_ კარგი არაუშავს. ოღონდ მეორედ არ შეგეშალოს კარგი?
_ რატომ?
_ პროსტა.
_ საინტერესო ადამიანი ჩანხარ
_ საიდან დაასკვენი? შენ ხომ საერთოდ არ მიცნობ?
_ მერე რა? მოდი გავიცნოთ ერთმანეთი ჯერ მე დაგისვამ შეკითხვებს მერე შენ დამისვი კარგი?
_ მმმ კარგი.
_ ნამდვილი სახელი და გვარი.
_ შეკითხვები და დაკითხვა ერთმანეთში ნუ გერევა. შემდეგი შეკითხვა გთხოვთ.
_ კარგი და ან ძმა გყავს?
_ კი მყავს ტყუპისცალი ძმა და ასევე ერთი უფროსი და
_ იმათი სახელები მაინც მითხარი
_ თე.
_ რა თე? _ ბიჭმა გაღიმებული ,,სმაილიკი: გამოუგზავნა
_ ჩემი დის სახელის ასოებია.
_ ანუ თეკლა ქვია?
_ შეიძლება ქვია შეიძლება არა. ქეთევანი რატომ გამორიცხე?
_ მაინც თეკლა მგონია სხვა სახელი ასეთი არ მახსენდება.
_ შემდეგი კითხვა
_ შენ ძმას რა ქვია?
_ რატომ ხარ ჩაციკლული ამ სახელებზე? რაში გაინტერეზებს?
_ უბრალოდ მითხარი გთხოვ.
_ ბადრი
_ ,,მეკაიფები”?
_ ისე რა. შემდეგი
_ საყვარელი ფერი.
_ მუქი ლურჯი.
_ რატომ?
_ რა რატომ?
_ რატომ არის შენი საყვარელი ფერი?
_ უბრალოდ მიყვარს. არც შავია და არც ლურჯი შუაში დგას.
_ საყვარელი მომღერალი.
_ არ მყავს.
_ რაა?
_ რაა აქ გასაკვირი? გამორჩეული მომღერალი არ მყავს. ძირითადათ როკს ვუსმენ ხოლმე. მომწონს ბრიტნი სპირსი,ჯასტინ ტიმბერლეიკი,ლედი გაგა, ავრილ ლავინი…
_ ჯასტინ ბიბერი?
_ იცი რა არც მომწონს და არც მძულს. ზოგჯერ ვუსმენ ხოლმე არ მესმის იმ ხალხის ვინც მას აგინებს.
_ არც მე.
_ შენ მოგწონს ჯასტინ ბიბერი?
_ ისე რა მეც შენაირად ვფიქრობ. საყვარელი ფილმი.
_ მძინარენი
_ ეგ რა ფილმია?
_ არ გაქვს ნანახი?
_ არა. ლინკს მომცემ?
_ ჰტტპ://წწწ.მყჰიტ.გე/ინდეხ.პჰპ?FID=1&იდ=998
_ მმმ საინტერესოა მერე ვნახავ შენთან ლაპარაკს რომ მოვრჩები. სხვა საყვარელი ფილმი არ გაქვს?
_ კი როგორ არა ჩამოგითვალო?
_ მიდი აბა
_ ელისაბედი,ტურისტი,კანონმორჩილი მოქალაქე,ვასაბი, კრავთა დუმილი, საილენთ ჰილი, ხერხი…
_ ხერხიი? საშინელებათა ფილმები გიყვარს?
_ კი ძალიან. გავაგრძელო?
_ ხო.
_ ასტრალი, ემილი როუზის ეგზორციზმი,ზარი,უცხოები,ტეხასური ხოცვა ჟლეტა ბენზოხერხით, ეშმაკით შეპყრობილი,ჩამითრიე ჯოჯოხეთში,11-11-11, მაიკი, ომენი და კიდევ ბევრია
_ შენ საშინელებათა ფილმები გყვარებია მდა…
_ რა იყო? შენ არ გიყვარს?
_ კი კი ძალიან. მეც მიყვარს ხერხი, საბოლოო დანიშნულება ნანახი გაქვს?
_ კი. ხერხი რომ გამოვიდა 3D იყავი?
_ კი შენ?
_ არა დედამ არ გამიშვა. ბინდი გიყვარს?
_ კი თან ძალიან. შენი საყვარელი ძვირფასი ქვა მითხარი.
_ არ მაქვს
_ კარგი მაშინ სამკაული მითხარი რომელი გიყვარს
_ კულონები მიყვარს
_ ბოდიში ემი ეხლა უნდა გავიდე ხვალ შემოვალ და ვისაუბროთ კარგი?
_ კარგი. ხვალაც იგივე კითხვები უნდა დამისვა?
_ არა არა ხვალ სხვა რამეზე მინდა რომ გელაპარაკო.
_ ოკ კარგი.
ბიჭი ხაზიდან გავიდა. გოგონამ ფაცებოოკ გამორთო.
_ აქ ხარ?
_ ჰო აქ ვარ როგორ ხარ ემი.
_ რას აკეთებ?
_ ისეთს არაფერს. შენ?
_ მეც არაფერს. შენ საბა ჩხეიძეს ხომ არ იცნობ?
_ არა რა იყო?
_ დღეს სკოლაში რომ მივედი მერხზე პატარა კულონი დამხვდა დადებული
_ მართლა? და როგორი იყო?
_ პატარა, ვერცხლის, ,,სვაროვსკის” თვლებით მორთული.
_ მერე საბა რა შუაშია?
_ მაგას მოვწონვარ და ეჭვი ავიღე შენ ხომ არ უთხარი თქო.
_ პირდაპირი ყოფილხარ
_ მერე რა?
_ არაფერი. შეყვარებული გყავს?
_ ეგ რატომ უნდა გითხრა?
_ უბრალოდ გთხოვ რომ მითხრა
_ კარგი გეტყვი ეგ ჩემთვის პრობლემა არაა. ერთი ბიჭი მიყვარს უკვე 3 წელია.
_ რამდენი წლის ხარ?
_ 13.
_ ვინ არის ეგ ბიჭი?
_ ჩემი კლასელია.
_ იღბლიანი ყოფილა.
_ ვითომ რატომ?
_ რავიცი.
_ შენ თუ გყავს შეყვარებული?
_ ერთი გოგო მიყვარს
_ რამდენი ხანია?
_ 2 წელია უკვე.
_ მაგარია. ვინ არის?
_ შენ თუ მეტყვი ვინ გიყვარს მეც გეტყვი ვინ მიყვარს
_ არა.
_ მაშინ არც მე არ გეტყვი.
_ კარგი წავედი ეხლა მე
_ დღეს შემოხვალ?
_ არ ვიცი. ხვალ შემოვალ.
_ კარგი
გოგონა გულგატეხილი წამოდგა. ცრემლებმა მას სახე დაუსველა
_ ემი ახალი ფილმი გამოვიდა და გინდა წავიდეთ?
_ რა ფილმია?
_ ქალი შავებში
_ მმმ მაგარი ფილმია. წავიდეთ.
_ როდის?
_ როცა გინდა
_ მე ხვალ მინდა
_ ხვალ დაკავებული ვარ. ზეგ?
_ კარგი პრობლემა არ არის.
_ კაი ნახვამდის.
ქეთი გაოცებული სახით მიახტა ემის
_ აუ მითხარი ვინ არის?
_ არ ვიცი. ჯეიმსი ქვია.
_ მოსწონხარ
_ საიდან დაასკვენი?
_ ინტუიცია მაქვს კარგი.
_ კინოში დამპატიჟა.
_ მერე?
_ რა მერე? წავიდე?
_ გოგო აბა რა უნდა ქნა.
_ მე ლუკა მიყვარს
_ მერე რა. აეჭვიანე ლუკა ცოტა
_ კარგი რა რა ვაეჭვიანო. ხომ იცი მაინც არ ვუყვარვარ.
_ მერე რა. ეგ მაინც მიჩვეულია შენს ყურადღებას.
_ ეჰ _ ამოიოხრა ემიმ _ ქეთი რამე მჭირს? უშნო ვარ?
_ არა რა უშნო ძალიან ლამაზი გოგო ხარ.
_ აბა აუტანელი ხასიათი მაქვს?
_ არა. კარგი ადამიანი ხარ.
_ კარგი რა აბა ლუკას რატომ არ ვუყვარვარ?
_ არ ღირს ლუკას გამო ნერვიულობა.
_ ეჰ
_ რა ეჰ? წადი ჯეიმსთან ერთად ცოტა გაერთე.
_ წავიდე?
_ ხო აბა რა უნდა ქნა?
კინოს წინ ლამაზი გოგო იდგა მაგრამ ეს გოგო ემი არ იყო.
_ შენ ჯეიმსი ხარ?
_ ხო შენ კიდე ემი?
_ ხო.
_ კარგი მაშინ შევიდეთ.
_ შევიდეთ.
ბიჭს კინაღამ გული გაუსკდა გოგო კი პოპ-კორნს ნერვიულად იყრიდა პირში.
_ იცი ერთი რაღაც მინდა რომ გითხრა. ძმაკაცს არ ვღალატობ მაგრამ მე ჯეიმსი არ ვარ.
_ არ მე ვარ ემი.
_ მართლა?
_ ჰო. ემიმ გამომაგზავნა კინოში აინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა ჯემსს.
_ ჰო ჯემსმაც იგივე ქნა
_ მე ქეთი ვარ
_ მე კი საბა
_ სასიამოვნოა
_ ხვალ გინდა კაფეში წავიდეთ
_ დიდი სიამოვნებით
ემიმ ფარდები ჩამოუშვა და კოპიუტერი ჩართო
_ გილოცავ _ მიულოცა ქეთის და ინტერნეტი ჩართო
_ ჯემს. იცი რა მე ლუკა მიყვარს
_ მიყვარხარ
_ რაა?
_ მიყვარხარ ემი
_ არ მჯერა
_ მაინც მიყვარხარ
_ ჯეიმს ეს უკვე აუტანელია იცოდე გავალ ხაზიდან
_ გთხოვ არ გახვიდე. მიყვარხარ და შევეცდები რომ ლუკა დაგავიწყო
_ ჯემს!
_ მე ჯეიმსი არ ვარ.
_ მორჩა ჯეიმს კარგად იყავი
ამ დროს ხაზზე ლუკა ჩხეიძე შემოვიდა
_ ანა _ ლუკამ ემის ნამდვილი სახელი მოწერა
_ ხო ლუკა
_ ერთი გოგო მიყვარს
_ მართლა? _ ანას გული ორად გაეპო
_ ხო. იცი მინდა რომ ეხლა დავურეკო და შენი თანდასწრებით ველაპარაკო შეიძლება?
_ კარგი. მოიცა ტელეფონი მირეკავს 2 წუთი დაიცადე და მერე დაურეკე. ალო
_ მოგეწონა ჩემი მასკარადი?
_ ლუკა?
_ ხო ჯეიმსი მე ვიყავი
ემის ენა ჩაუვარდა ლუკა კი კვლავ განაგრძობდა
_ მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად

ტოპ 5 საშინელებათა ფილმი რომელსაც საფუძვლად უდევს რეალური ამბავი


     Image 

ეგზორციზმი

ფილმის სიუჟეტი. 2 მღვდელი ცდილობს ეგზორციზმი ჩაუტაროს 12 წლის გოგონას რომელშიც შესახლებულია დემონი ეს გოგონა ცხოვრობდა Georgetown. 

რეალური ამბავი. ამ ფილმის შთაგონების წყარო გახდა 13 წლის ბიჭის ამბავი რომელიც ცხოვრობდა Mount Rainier. დეტალები ამ საქმის დამალეს ბავშვის დასაცავად.

Image

ამირტვეილის მოჩვენება

ფილმის სიუჟეტი. ლუთზების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად სანაპიროზე. პარამონალური მოვნელების გამო ისინი სახლს გაყიდიან 28 დღეში… რეალურ ამბავთან დაკავშირებით კი ის გადავთარგმნე მარტო რომ მეცნიერებს და გამომძიებლებს უკვე მტკიცედ სჯერა რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო

Image

ტეხასური ხოცვა ჟლეტა ბენზოხერხით

ფილმის სიუჟეტი.მეგობრების ჯგუფი გავლით არიან შეჩერებულები ერთ ადგილას(სახელი ვერ გადავთარგმნე) სადაც არის ცივსისხლიანი მკვლელი რომელიც იძულებულია თავის ოჯახს ის აჭამოს რასაც მოკლავს (რა საზიზღრობაა)

ნამდვილი ამბავი. ვისაც გსურთ გაიგოთ ნამდვილი ამბავი მკვლელის შესახებ შევიდეს ამ გვერდზე http://ucnauri.com/121400/%E1%83%94%E1%83%93-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98/

 

Image

წითელი მდინარის მოჩვენება

ფილმის სიუჟეტი. აშშ-ში ტენესის შტატში ვითარდებოდნენ მე-19 საუკუნეში. ბელოვიბის ოჯახის ისტორიაზე, რომელსაც იდუმალი სული დაესხა თავს, 35 წიგნია დაწერილი. ყველა იმაზე ყვება, თუ როგორ ყველასთვის პავტივცემულ და კეთილ ბელების ოჯახს წყევლა დაედო. რაღაც მომენტიდან მათ სახლში მოჩვენებამ დაიწყო მოსვლა, რომელსაც ოჯახის ერთერთი წევრის სიკვდილი სურდა…

Image 

კრავთა დუმილი (ვაიმე)

ფილმის სიუჟეტი. სასტიკი მანიაკი მხეცურად კლავს ახალგაზრდა ქალებს. მის გამოსაჭერად, ფედერალური ბიუროს აგენტები აგზავნიან პოლიციის აკადემიის ნიჭიერ სტუდენტს კლარისა სტარლინგს თავისებურ საუბარზე გასაიდუმლოებულ ციხის სპეცფსიქიატრიულში ჩამწყვდეულ ფსიქოპათოლოგიის სპეციალისტთან, შეთავსებით კი მკვლელთან და კაციჭამიასთან განიბალ ლექტერთან. ამ ლაპარაკის შედეგად პოლიცია პოულობს მანიაკის კვალს, ამ დროს კი ბოროტების გენიოსი ლექტერი, დაცვას გაექცევა და ძველ საქმიანობას დაუბრუნდება.

ნამდვილი ამბავი (ულაკონორესი) ამ ფილმის გმირი ყველაზე მეტად გავს ედ გეინს… (აუ ბოდიში ყველასთან მიჭირს თარგმნა)

coming new horror movies


ამ პოსტში იხილავთ იმ საშინელებათა ფილმების ჩამონათვალს რომელიც გამოვა 2012 წელს. (ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ ჩემი პირველი თარგმანია)

1.amityvile horror დაკარგული ჩანაწერები.

გამოსვლის თარიღი 27 იანვარი 2012

აი ტრეილერი 

2. the wicker tree

გამოსვლის თარიღი 27 იანვარი 2012.

აი ტრეილერი

3.the innkeepers

გამოსვლის თარიღი 3 თებერვალი 2012 წელი.

4. kill list 

გამოსვლის თარიღი 3 თებერვალი 2012 

5. the women in black 

გამოსვლი თარიღი 3 თებერვალი 2012 

6. death of the virgin 

გამოსვლის თარიღი 10 თებერვალი 2012  

ტრეილერი ვერსად ვერ ვნახე

7. playback

გამოსვლის თარიღი 9 მარტი 2012

8. silent house 

გამოსვლის თარიღი 9 მარტი 2012 

9. detention 

გამოშვების თარიღი 6 აპრილი 2012

ვერც ამის ტრეილერი ვნახე

10. the cabin in the woods

გამოშვების თარიღი 13 აპრილი 2012

11. the house at the end of the street 

გამოშვების თარიღი 20 აპრილი

ამის ტრეილერი არსად არ დევს 😦

Image

12. scary movie 

გამოშვების თარიღი 20 აპრილი 2012

13. dark shadows

გამოშვების თარიღი 11 მაისი 2012

14. Jack and Diane 

გამოშვების თარიღი 1 ივნისი 2012

15. prometheus 3D

გამოვების თარიღი 8 ივლისი 2012

16. Abraham Lincoln vampire hunters

გამოშვების თარიღი 22 ივლისი

კომენტარები არ დაინანოთ :* :* :*