ცეკვა


გოგონას რაღაც დაავადება სჭირდა. ამიტომ მთელი ცხოვრება საწოლს იყო მიჯაჭვული. ექიმებმა უთხრეს რომ მას მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ამიტომ მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ მასთან იმდენი დრო გაეტარებინათ რამდენიც შეეძლოთ. დიდ ხნიანი მსჯელობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს რომ როგორც კი მათ გოგონა გამოვიდოდა საავადმყოფოდან მასთან ერთად წასულიყვნენ კემპინგზე. 

მთელი გზის განმავლობაში გოგონა ჩუმად იჯდა და უსმენდა მშობლების საუბარს. მალე ტყეში შევიდნენ. დედამ კარავი გაშალა და ყველაფერი მოაწესრიგა. შემდეგ მამა წავიდა ფიჩხების მოსატანად. დედა და შვილი ამ დროს სურათებს იღებდნენ. როდესაც მამა დაბრუნდა უკვე ბნელოდა უეცრად მას დედის კივილი შემოესმა. შეშინებულმა სწრაფად დაყარა ფიჩხი, შევარდა კარავში და დაინახა რომ მისი ქალიშვილი მიწაზე ეგდო და ველურად ცეკვავდა, ცოტა ხანში მან მოძრაობა შეწყვიტა. გოგონა მკვდარი იყო.

სამგლოვიარო პროცესის დასრულების შემდეგ მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ერთად ენახათ ის ჩანაწერი რომელიც დედა გადაიღო კემპინგზე. თავიდან დასაწყისი იყო რომ დედა და შვილი ათვალიერებდნენ ცხოველებს. შემდეგ ერთი ცხოველი გადახტა და შევარდა მათ კარავში. ამ დროს გოგონა ძირს დავარდა და ჩავარდა საშინელ კურნჩხვებში. ვიდეოში რაღაც ვერ იყო კარგად რადგან მკვეთრად ჩანდა რომ კუთხეში თეთრი თვალი იყო. ვიდეოს განმეორების შემდეგ უფრო საშინელ კოშმარში აღმოჩნდნენ.

სანამ მათი ქალიშვილის იატაკზე ეგდო და ,,ცეკვავდა” მანამდე თეთრი შემაძრწუნებელი თავი მის ზემოდ დაფრიალებდა

Advertisements

ოქროს ჟოლოს გამარჯვებულები 2011


ოქროს ჟოლო ჯილდო (ინგლ. Golden Raspberry Awards) — ამერიკული დაჯილდოება, რომელიც ავლენს ყველაზე ცუდ ფილმს, მსახიობს, სცენარს, რეჟისორს, კომპოზიტორს. პირველი დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 1981 წელს.

ოქროს ჟოლოს ჯილდოს ოფიციალური კატეგორიები:

  • ყველაზე ცუდი ფილმი
  • ყველაზე ცუდი რეჟისორი
  • ყველაზე ცუდი მსახიობი კაცი
  • ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი
  • ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცი
  • ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი
  • ყველაზე ცუდი მონტაჟი
  • ყველაზე ცუდი გადაღება
  • ყველაზე ცუდი Prequel ან Sequel
  • ყველაზე ცუდი რიმეიკი
  • ყველაზე ცუდი ახალი ვარსკვლავი
  • ყველაზე ცუდი ორიგინალური სიმღერა
  • ყველაზე ცუდი ოჯახური ფილმი
  • ყველაზე ცუდი საშინელებათა ფილმი

ახლა გადავედით გამარჯვებულებზე

ყველაზე ცუდი მსახიობი

ადამ სენდლერი ფილმისთვის ჯეკი და ჯილი (გამარჯვებული)

რასელ ბრენდი ფილმისთვის არტური

ნიკოლას კეიჯი ფილმისთვის გიჟური სვლა

ტეილორ ლოტნერი დევნა/ბინდი: საგა აისი ნაწ 1 

ნიკ სვარდსონი ფილმისთვის ბაკი ლარსონი: ვარსკვლავად დაბადებული

ყველაზე ცუდი მსახიობი ქალი

ასევე ადამ სანდლერი ფილმისთვის ჯეკი და ჯილი (გამარჯვებული)

მარტინ ლოურენსი ფილმისთვის დიდი დედიკოები: მამისნაირი შვილი

სარა პალინი

სარა ჯესიკა პარკერი ფილმისთვის არ ვიცი ის ამას როგორ აკეთებს

კრისტენ სტიუარტი ფილმისთვის ბინდი: საგა აისი ნაწ 1 

ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი

ალ პაჩინო ფილმისთვის ჯეკი და ჯილი (გამარჯვებული)

ნიკ სვარდსონი ფილმისთვის ჯეკი და ჯილი

პატრიკ დემპსი ფილმისთვის ტრანსფორმერები

ჯეიმს ფრანკო ფილმისთვის თქვენო აღმატებულებავ

კენ ჯონგი ფილმისთვის ბიჭების წვეულება ნაწ 2 

ყველაზე ცუდი მეორეხარისხოვა როლის შემსრულებელი ქალი

დევიდ სპეიდი ფილმისთვის ჯეკი და ჯილი (გამარჯვებული)

კეტი ჰოლმსი ფილმისთვის ჯეკი და ჯილი

ბრენდონ ჯეკსონი ფილმისთვის დიდი დედიკოები: მამისნაირი შვილი

ნიკოლ კიდმანი ფილმისთვის თავი მოაჩვენე ჩემს მეუღლედ

როზი ვაიტელი ფილმისთვის ტრანსფორმერები

ყველაზე ცუდი გადამღები ჯგუფი

ფილმი ჯეკი და ჯილის გადამღები ჯგუფი (გამარჯვებული)

ბაკი ლარსონის ვარსკვლავად დაბადებული

ახალი წლის წინა დღე

ტრანსფორმერები

ბინდი: საგა აისი ნაწ 1 

ყველაზე ცუდი რეჟისორი

დენის დუგანი ფილმისთვის ჯეკი და ჯილი გამარჯვებული

მაიკლ ბი ფილმისთვის ტრანსფორმერები

ტომ ბრადი ფილმისთვის ბაკი ლარსონი ვარსკვლავად დაბადებული

ბილ კონდონი ფილმისთვის ბინდი საგა აისი ნაწ 1 

გარი მარშალი ფილმისთვის ახალი წლის წინა დღე

ყველაზე ცუდი წინაისტორია გაგრძელება ან რიმეიქი

ჯეკი და ჯილი

არტური

ბაკი ლარსონი ვარსკვლავად დაბადებული

ბიჭების წვეულება ნაწ 2

ბინდი საგა აისი ნაწ 1 

ყველაზე ცუდი სცენური წყვილი

ადამ სენდლერი და კეტი ჰოლმსი (გამარჯვებული)

ნიკოლას კეიჯი და ანიონ შერინგი

შია ლაბაფი და როზი ვაიტელი

ადამ სენდლერი და კეტი ჰოლმსი 

კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატისონი

ჩერნობილის დღიურები


Chernobyl Diaries Poster

მოკლე შინაარსი

ახალგაზრდა ტურისტები დაიქირავებენ მამაც და ექსტრემალურ გიდს რომელიც მიიყვანს მათ დაცარიელებული ქალაქის, ყოფილი ატომური სადგურის მუშის სახლში. მალე ისინი აღმოაჩენენ რომ ისინი იქ მარტონი არ არიან.

რეჟისორი ბრედლი პარკერი. ( ეს მნიშვნელოვანია მალე ამის ინტერვიუსაც გადავთარგმნი თუ ვიპოვნე)

გამოსვლის თარიღი 2012 წლის 24 მაისი.