მრავალფეხა ადამიანი


მრავალფეხა ადამიანი / The Human Centipede / Человеческая многоножка

ორი სიმპატიური ამერიკელი გოგონა ლინდსი და ჯენი მოგზაურობენ ავტომობილით ევროპაში. ერთ ღამეს გზაზე სადღაც გერმანიის ტყეში მათ ბორბალი გაუსკდებათ და დახმარების ძებნისას ისინი მიტოვებულ სახლს წააწყდებიან, რომლის პატრონი მათ ნარკოტიკებით გააბრუებს და სარდაფში ჩაამწყვდევს… დილით გოგონები გაიგებენ, რომ ისინი აქ მარტონი არ არიან, ასაკოვანი სტუმერმოყვარე გერმანელი კი დოქტორ ჰაიტერია, ყოფილი ქირურგი და გოგონების მიმართ მას განსაკუთრებული გეგმები გააჩნია..

და იმ ქირურგის გეგმები რა არის იცით? უნდა რომ მაგათი ნაწლავები გადააბას ერთმანეთს. წარმოდგენაც კი საზიზღრობაა არა? თქვენ ფილმი უნდა ნახოთ. ეს ფილმი არის ავადმყოფობა და ავადმყოფურად საზიზღრობა. რამდენად დაავადებული უნდა იყო ადამიანი რომ ამ რაღაცის გადაღება მოგივიდეს აზრად? თან ამისი რეჟისორი 23 თუ 26 წლისაა.თან ეხლაც მესამე ნაწილი გამოდის და ვაიმე… მესამეში რა უნდა გადაიღონ ძალიან მაინტერესებს. 

გირჩევთ რომ თუ 14 ან 15 წლის არ ხართ ამ ფილმს არ უყუროთ. დამიჯერეთ დღემდე ვნანობ რომ ის საიტი გავხსენი და ონლაინ რეჟიმში ჩართვას დავაჭირე. მთელი ღამე ცუდად მეძინა და 2 დღე საჭმელს ვერ ვეკარებოდი. 

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს რომ დასასრული ჰქონდა საკაიფო. მე მასე არ ვთვლი.დასასრულიც არანაკლებ საზიზღარი ჰქონდა, თუმცა ცოტათი მისტიკურიც იყო, რადგან მე მართლა ვერ მივხვდი მოკვდა ეგ გოგო თუ არა. 

მოკლედ მაქსიმალურად ვცდილობ რომ მაგ საზიზღობის ყურების სურვილი არ გაგიღვიძოთ. თან მარტო იმ სცენაზე, შეერთებულებს რომ ეფერება, გული მერევა ხოლმე. ისიც ძალიან ცუდი მომენტია ერთ-ერთი თავს რომ იკლავს. გირჩევთ ამ ფილმს არ უყუროთ! კი არადა სათოფეზეც კი არ გაეკაროთ. ლინკს სპეციალურად არ ვდებ.

Advertisements