საშინელებათა ფილმების საუკეთესო პაროდიები part 1


ვის გაქვთ ნანახი scary movie? დარწმუნებული ვარ ყველას! (თუ არ გაქვს ნანახი ახლავე ჩართე myhit.ge და დაიწყე ამ ფილმის ყურება.

სხვა პაროდები თუ გაქვთ ნანახი? არამგონია :))) ხოდა მეც წეღან ჩავწერე გუგლში საშინელებათა ფილმების პაროდიები და აჰა, შედეგით დატკბით. (გაითვალისწინეთ ზოგი უბრალოდ პაროდიაა და არა საშინელება)

1. Airplane 

საჰაერო ხომალდი! / Airplane!

რობერტ ჰეისი ასრულებს ყოფილი სამხედრო მფრინავის როლს. ის აღმოჩნდა თვითმფრინავის ბორტზე, რომლის ეკიპაჟი საკვებით მოწამვლის გამო ვეღარ მართავს თვითმფრინავს. ჰეისი სტიუარდესასთან ერთად იძულებული გახდება გადაარჩინოს მგზავრები. მათ წინ ელოდებათ უამრავი სირთულე და წარმოუდგენელი თავგადასავლები…

2. robin hood-man in tights 

რობინ ჰუდი –მამაკაცები ტრიკოში / Robin Hood -Men in Tights

რობინი და მისი გუნდი ტრიკოში, გამწაები რიგალიებს შარვალთან ერთად იშორებენ, ჯონი უნდა გადააყენონ და მოეძებნონ მშვენიერი მერიანის გულის გასაღები… ასევე ერთგულების ქამრის გასაღებიც…

3. the silence of the Hams

The Silence of the Hams Poster

ფედერაული აგენტი ჯო,დი ფოსტერი ატარებს გამოძიებას სერიულ მკვლელზე. მას ეხმარება doctor Animals, რომელიც არის ციხეში მაქსიმალური დაცვის ქვეშ.

კრავთა დუმილის პაროდიაა. ნანახი არ მაქვს, და სიმართლე რომ გითხრათ არც მინდა რომ ვნახო.

4. Spy hard 

Spy Hard Poster

სუპერაგენტის მისიაა – გადაარჩინოს ქვეყნის აღსასრული, მან უნდა შეაჩეროს ცალხელა გენერალ რანკორას ბოროტული გეგმები და ებრძოლოს ტერორისტებს.

5. Galaxy Quest 

გალაქტიკის ძიებაში / Galaxy Quest

მთელი ამერიკა ტელეეკრანებთანაა, როდესაც მაყურებლების საყვარელი ტელესერიალი იწყება “გალაქტიკის ძიებაში”. ამ ფანტასტიური საგის მთავარი გმირები სინამდვილეში იყვნენ სახალხო გმირები. მაგრამ გავიდა წლები, და სერიალი მობეზრდა ტელევიზიის ბოსწებს. “გალაქტიკის ძიებაშ” დახურეს, მსახიობები კი გაანთავისუფლეს. უმუშევარი მსახიობები, რომლებიც ასტრონავტების მთავარ როლებს ასრულებდნენ, იძლებულბი იყვნენ მთელი ამერიკა მოევლოთ და თაყვანისმცემლებთან შეხვედრები მოეწყოთ ფულის საშოვნელად. მოკლედ, ყოფილი ვარსკვლავების საქმეები საშინლად მიდიოდა…

6. Dracula: Dead and loving it

Dracula: Dead and Loving It Poster

გრაფ დრაკულამ გადაწყვიტა გარემოება გამოიცვალოს და საცხოვრებლად ვიქტორიანულ ინგლისში გადადის. იქ ახალგაცნობილ მინასთან და ლუსისთან ერთობა. მაგრამ მინას საქმრო, მამა და ბებერი პროფესორი აბრაჰამ ვან ჰელსინგი, დრაკულას სულ სხვანაირ “გართობას” უწყობენ.

7.2001: a space ooyssey

2001: A Space Travesty Poster

მომავლის განჭვრეტის მცდელობა, კაცობრიობის დანიშნულების ძიება, მარადიულობის კვლევა – არაერთი თაობის საყვარელი რეჟისორის, სტენლი კუბრიკის ფილმში, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მოიპოვა საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტებისათვის.

8. scary movie 

თავზეხელაღებული ბოლო წლების ყველა სუპერხიტის კინოპაროდია:”მეექვსე გრძნობა”, “მატრიცა”, “ამერიკული ნამცხვარი”, “მე ვიცი რა ჩაიდინეთ თქვენ წინა ზაფხულს” და სხვა.

9. Shriek I kn0w what I did last Friday the Thirteen

ყველაზე საშიში კინო / Shriek If You Know What I Did Last Friday the Thirteenth

სექსუალური და ძალზე ცნობისმოყვარე რეპორტიორი ქალი და მუდმივად სულელური სიტუაციების უნებლიე მონაწილე სუპერმარკეტის მცველი ცდილობენ, რომ შეაჩერონ მკვლელი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული საშუალო სკოლის ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებთან გასწორება. აი მაშინ იწყება ყველაფერი…

10. scary movie 2

ძალიან საშინელი კინოს” შემქმნელებმა კარგად “იყარეს ჯავრი” ყველა საახალგაზრდო საშინელებათა ფილმზე და ახლა საერთოდ დაკარგეს სინდის-ნამუსი! ახლა კინოკლასიკის რიგი მოვიდა: “ეშმაკის განმდევნელი”, “პოლტერგეისტი”, “საშინაო ცხოველების სასაფლაო” და ასეთი ბლოგბასტერების, როგორც:”ჩარლის ანგელოზები”, “მისია შეუსრულებელია 2”, “რა იმალება ტყუილის მიღმა”, “განიბალი”. ცოტა არ მოგეჩვენებათ!

11.  not another teen movie

ჯეკმა თანაკლასელებთან ნიძლავი დადო, რომ სკოლის ყველაზე შეუხედავ გოგონას გამოსაშვები საღამოს დედოფლად აქცევდა.

12. Kung pow-enter the first 

კუნგ პო / Kung Pow - Enter the Fist

გაგიგიათ, რომ ბრიუს ლიმ დაიწყო ვარჯიშები ექვსი წლის ასაკში? რჩეულმა კი ვარჯიშები ჯერ კიდევ დედის მუცელში:იმისათვის, რომ არ დაკარგოს ძვირფასი ცხრა თვე სისულელეებზე. გამოცდილმა ქირურგებმა მის დედას იმპლანტირება გაუკეთეს პატარა ნუჩაგის და ყველაფრის დანარჩენის, რაც საჭიროა ვარჯიშებისთვის. როდესაც რჩეული დაუეფლება ვეფხვის, დრაკონის და სხვა ცხოველების სტილებს, ის მიხვდება რომ მის ხელთაა მთელი ზოოპარკის ძალა. ანუ ის მზადაა შური იძიოს თავისი ოჯახის მკვლელზე – დაუმარცხებელ ტკივილის მასტერს!

13. Uncdrcover brother 

საიდუმლო ძმა / Undercover Brother

ის – სუპერაგენტი, რომელიც დისკოს სტილში ცხოვრობს. ის ცხოვრობს და ებრძვის ბოროტებას თავისი წესებით – რაღაცას ბრიუს ლის ფილმებიდან სესხულობს, რაღაცას 60 წლებიდა… ახლა მხოლოდ მას შეუძლია გაუსწორდეს მორიგ სუპერბოროტმოქმედებს, რომლებმაც შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია დედამიწის მაცხოვრებლები ზომბებად აქციონ. ამას სუპერგმირებმა ორგანიზაციიდან სახელწოდებით ს.ა.ძ.მ.ო .

14. scary movie 3

ძალიან საშიში კინო 3 / Scary Movie 3

“ძალიან საშიში კინოს” მესამე ნაწილში ცნობილი ბლოქბასტერების პაროდიაა: “ვარსკვლავთა ომები”, “გარი პოტერი”, “ზაერი”, “ბეჭდების მბრძანებელი” და სხვა.

15. Johnny English 

აგენტი ჯონი ინგლიში / Johnny English

ყველაზე არაკომპეტენტური და წინდაუხედავი ბრიტანელი დიპლომატის ისტორია, როგორიც შეიძლება წარმოიდგინო, რომელსაც შემთხვევით მიიღებენ ბრიტანიის ყველაზე ცნობილ და სახიფათო ჯაშუშად, ჯონი ინგლაშად. ამ არეულობის გამო ფილმის მნთავარი გმირი აღმოჩნდება ჩათრეული სასიკვდილო ბრძოლაში მორიგ ბოროტული გეგმის ავტორებთან ბრძოლაში.

შეშლილთა კუნძული, ფილმი რომელიც რამოდენიმეჯერ უნდა ნახოთ.


თუ ეს ფილმი არ გაქვთ ნანახი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ ამ პოსტის კითხვა, და ფილმის გადმოწერა დაიწყეთ. ხოლო იმათ ვისაც ეს ფილმი თუნდაც ერთხელ მაინც აქვთ ნანახი, შეუდექით კითხვას.

შეშლილთა კუნძული დაახლოებით 4-ჯერ მაქვს ნანახი. აქედან ყოველთვის ახალ-ახალ რაღაცეებს ვიგებ ხოლმე. მთავარი კითხვა, კი მაინც პასუხგაუცემელი დარჩა.

დავიწყოთ იმითი, რომ როდესაც ტედი და ჩაკი კუნძულზე ჩავიდნენ, ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, ყველაფერი ახლა იწყებაო. მე ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მან იგულისხმა რომ ტედის თამაში ახლა იწყებოდა.

მეორე შემთხვევა. ცოტა არ იყოს და უცნაურია, რომ რეიჩელ სოლანდომ, მოახერხა ჩაკეტილი კარების გაღება, შემდეგ 7 სანიატრს შეუმჩნევლად გავიდა გარეთ, (თან ფეხშიშველა) სასტიკ ქარიშხალს გადაურჩა უვნებელი, და შემდეგ რომ დაიჭირეს ნაკაწრიც კი არ ჰქონდა. ეს ყველაფერი ძალიან აბსურდულია. რჩება მხოლოდ ერთი ვარიანტი. რეიჩელი, გაიტაცეს და გადამალეს, რომ ტედისთვის უკეთესად ეჩვენებინათ, თუ როგორი აბსურდულია მისი სამყარო.

აი რაც შეეხება რეიჩელის დანატოვარ წარწერას, ვინ არის 77 პაციენტი? შეიძლება, მას ელაპარაკებოდნენ 77 პაციენტზე, მაგრამ რატომ დაწერა ის ფურცელზე?

კარგით შემდეგი ,,მტკიცებულება” ტედი ამბობს, ლედისმა მოკლა ჩემი ცოლი. ენდრიუ ლედისი, ხომ თვითონ იყო არა? ბოლოში ხომ თვითონ ამბობს რომ მე მოვკალი ჩემი ცოლი. მას იმდენად არ უნდოდა რომ დაეჯერებინა ეს საზარელი სინამდვილე, გამოიგონა 2 პესონაჟი. 1 ტედი დენიელსი, რომელის როლიც თავად მოირგო, და შემდეგ მეორე პიროვნება გამოიგონა, რომელსაც თავისი ნამდვილი სახელი დაარქვა, და დანაშაულიც მას შეტენა.

მესამე. როდესაც ჩვენ ვხედავთ ომის კადრებს, იქ კარგად არის ნაჩვენები გოგონა, რომელიც გაყინულ გვამებზე აგდია. შემდეგ ზუსტად იგივე ბავშვს, ვხედავთ ექიმი კოულმანის ფოტოსურათზე, რომელიც ბალახზე ასვენია. ე.ი რა ბავშვი იპოვნეს და გაალღვეს? და შემდეგ დოლორესის წინ 3 დახოცილი ბავშვია, რომელსაც შემდეგ ვხედავთ ოდნავ მოგვიანებით. თუნდაც ტედი, მართლაც გააგიჟეს, საიდან იცოდნენ მისი სიზმრები? ფოტოზე იგივე ბავშვები რატომ არიან გამოსახულები?

მეოთხე. ჩაკმა თქვა რომ ენდიუ ლედისის მიღების ფორმა იპოვეს, სადაც არაფერი არ იყო გამოსახული. ლოგიკურია, რომ ნამვდილ ფორმას მას ვერ აჩვენებდნენ, რადგან ის ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ლედისი არ ყოფილიყო.

ეს ჩემი პირველი ვერსიაა იმისი, რომ ტედი გიჟი იყო, შემდეგ მეორე ვერსიასაც შემოგთავაზებთ