Mama


დედა / Mama  / Мама

 

გუშინ, სახლში მარტო ვიყავი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაიმე ახალი ფილმისთვის მეყურებინა.

ჩემმა მეგობარმა (რომელიც ასევე საშინელებათა ფილმების ფანია) მირჩია, რომ მეყურებინა Mama-სთვის. მას საკმაოდ ვენდობი ამ საკითხში, ამიტომაც ჩავაბნელე მთელი სახლი, გამოვრთე ტელევიზორი, ავუწიე ხმას და დავიწყე ყურება.

საშინელებათა ფილმისთვის კარგა ხანია არ მიყურებია. დაახლოებით 2 თვე იქნება, ამ გლანდების ოპერაციის გამო, აკრძალული მქონდა. სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია, რომ Mama-ს ყურების დროს ლამის გული გამისკდა. თუმცა ჩემმა მეგობარმა მაგარი დამცინა, მაგას კომედიასავით ვუყურებდიო.

ფილმში არის რამდენიმე კარგი მომენტი, მაგალითად ეს. დასაწყისშიც არის ერთი კარგი მომენტი, მაგრამ აი დანარჩენზე კი რა მოგახსენოთ.

მეტისმეტი ფანტასტიკაა და როგორც ყველა საშინელებათა ფილმს (ხერხის გარდა) ამასაც ერთი საშინელი ნაკლი აქვს. უაზროდ არის დაძაბული სულელური კადრი. გგონია, რომ რაღაც უნდა მოხდეს და სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. დასასრულიც კარგი იყო, თუმცა ბევრს შეიძლება მაგის გამო გულიც კი დაწყდეს.

ვისაც ამ ფილმის ყურება გაქვთ გადაწვეტილი მინდა ვუთხრა, რომ მე პირადად ეს ფილმი დიდად არ მომეწონა. დიდი საინტერესოობით არ გამოირჩევა, სპეცეფექტები საკმაოდ ნორმალური აქვს, მაგრამ მაგის გამო ვერ ვიტყვი, რომ ფილმი კარგია. სხვა რა გითხრათ? ყურების დროს შეიძლება მოგეწონოთ, მაგრამ როცა ფილმი მორჩებათ, მიხვდებით, რომ ის ერთი უაზრობა იყო, რომელიც ჯობდა, რომ არ გენახათ.

თუმცა მაინც უყურეთ.

ლინკი ვისაც გაინტერესებთ.

პ.ს არა ზოგიერთი მომენტი მაინც კარგი იყო, მთლად ხელის ჩასაქნევი ფილმიც არ არის.

Advertisements