შიმშილის თამაშები ფანფიკი.


president-snow-seneca-crane

შიმშილის თამაშები. ფანფიკი. სენეკა კრეინი და პრეზიდენტი სნოუ (მესამე პირი)

 

მოხუცი კაცი, კომფორტულად იჯდა, ლურჯ ხავერდგადაკრულ სავარძელში და კმაყოფილი ღიმილით შესცქეროდა ეკრანს. მის მწვანე, გველივის თვალებში, ახალგაზრდა 16 წლის გოგონას სხეული ირეკლებოდა, რომელიც ეს-ესაა მოხალისედ გამოვარდა თავისი პატარა დის მაგივრად! კაცი ამ სცენას შეჩვეული იყო, და ეს მასზე არანაირ გავლენას არ ახდენდა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ პრეზიდენტი სნოუ იყო, მთელი პანემის მმართველი. მის გვერდით, კი ახალგაზრდა, 28 წლის კაცი იდგა, რომელიც მიუხედავად გარეგნული სიცივისა, შინაგანად მაინც მძაფრად ებრძოდა სენტიმანტალურ გრძნობებს.

 

– ეს გამორჩეული ,,შიმშილის თამაშები” იქნება! – ფიქრობდა პრეზიდენტი სნოუ და გულგრილად უყურებდა ახალგაზრდა სენეკა კრეინს. მისი აზრით, სენეკა მეტისმეტად სენტიმანტალური და სახიფათოდ სულელი იყო. პრეზიდენტი დღემდე ვერ ხვდებოდა, რატომ დანიშნეს ის თამაშების უფროსად, თუმცა სენეკა ყოველთვის შთამბეჭდავ შოუებს აწყობდა (თუ შეიძლება ,,შიმშილის თამაშებს” შთამბეჭდავი შოუ ეწოდოს)

 

– ფრთხილად იყავით! – გააფრთხილა მან სენეკა – შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ!!! 

 

და წამოდგა. საქმე თავზე საყრელად იყო, თან გული ცუდს უგრძნობდა. თავიდან ვერაფრით ვერ ამოეგდო ის 16 წლის გოგონა. ერთი შეხედვით მისგან არავითარი საფრთხე არ მოდიოდა, მაგრამ პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ პირველი შთაბეჭდილებისთვის აყოლა, სახიფათო იყო. რაც არ იცოდა სენეკა კრეინმა! 

 

                                                                                       ***

 

 

პირველი ეტლი დაიძრა. ძვირფასი თვლებით შემკულ ეტლში, ასევე ძვირფას კაბაში გამოწყობილი გოგონა მყარად იდგა ეტლში ხელს უქნევდა გულანთებულ მაყურებლებს. მის გვერდით დაკუნთული ბიჭი, ასევე ძვირფასი თვლებით მოოჭვილ სამოსში იყო გამოწყობილი და მეწყვილის მიბაძვით, ცდილობდა, რომ მეყურებლებისთვის გაეღიმა. ყოველივე ამას, გულგრულად ადევენებდა თვალს პრეზიდენტი სნოუ. სენეკა კრეინი კი დაუფარავი აღტაცებით, თითქოს თვალებით სჭამდა ახალაგაზრდებს. ერთი სული ჰქონდა, თამაშები როდის დაიწყებოდა, რომ თითოეული მათგანი, არენაზე გამოეცადა. ამასობაში კი ბოლო ეტლის გამოსვლის დრო დადგა.

თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო, მასეთი გამოსვლა ჰქონდა ამ ორ ახალგაზრდას. ცეცხლწაკიდებული სამოსის იდეა, ჯერ თავში არავის არ მოსვლოდა. მითუმეტესს, მე-12 რაიონელებს ყოველთვის საცოდავი სამოსი ეცვათ ხოლმე, ახლა კი ისინი არა მხოლოდ 1-ელ არამედ 11-ივე რაიონზე უფრო შთამბეჭდავად გამოიყურებდნენ. 

სენეკა კრეინი პირდაღებული უყურებდა ამ ორ ახალგაზრდა. სამოსი მართლაც მომაჯადოვებელი იყო, მაგრამ პრეზიდენტ სნოუს თვალს არ გამოპარვია ის, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული. მეამბოხე სული! აი რა იმალებოდა, მათი უწყინარი სახეების მიღმა. პრეზიდენტი სნოუ გრძნობდა, რომ ეს პატლურქისთვის ცეცხლის წაკიდება იყო, თუმცა რატომ თვითონაც არ იცოდა, სენეკა კრეინის იმედი ჰქონდა. თუმცა სულ ტყუილად!

 

                                                                              ***

 

11 ქულა! აი რამდენი დაუწერეს ამ პატარა თავხედს! იმის მაგივრად, რომ ყველაზე დაბალი 1 ქულით შეეფასებინათ, თითქმის უმაღლესი ქულა მიანიჭეს!!! თამაშის შემოქმედებს ისარი ესროლა, მათ კი ამ საქციელზე თვალი დახუჭეს!! პრეზიდენტი სნოუ გაცეცხლებული იყო.

– არავის არ უნდა ენდო! – გაიფიქრა და სენეკა კრეინი სასწრაფოდ თავის კაბინეტში დაიბარა.

– იქნებ ამიხსნათ ეს რას ნიშნავს? – კითხა მას შემოსვლისთანავე.

– მან უჩვეულო რამ გააკეთა! ასეთი რაღაც ჯერ არავის არ გაუკეთებია… დარწმუნებული ვარ, არენაზეც მასე მოიქცევა… გადავწყიტე შანსი მიმეცა!!!

– იცით რატომ არის კაპიტოლიუმი დაუმარცხებელი? – იკითხა პრეზიდენტმა მშივიდად, და ისე, რომ პასუხს არ დალოდებოდა, თავად განაგრძო – იმიტომ, რომ ჩვენ არაფრად ვაგდებდით ადამიანურ გრძნობებს, და ყველას ვაჩვენებდით, თუ როგორი სასჯელი ელოდათ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.

– რისი თქმა გინდათ ამითი? – ვერ მიხვდა სენეკა

– ესაქმე არ გააფუჭოთ, და საკუთარ თავს გაუფრთხილდით! თქვენგან განსხვავებით სენტიმანტალური არ ვარ! – პრეზიდენტი სნოუ კაბინეტიდან ჩუმად გავიდა. სენეკა, კი 5 წუთის განმავლობაში მდუმარედ ფიქრობდა. 

საქართველოში მომხდარი შემზარავი დანაშაული


 

წინა სამშაბათს, ანუ 19 მარტს, ჩემი დის ბაღის მასწავლებელი, ოთხში შვილის დედა, მოკლა საკუთარმა ქმარმა, ეჭვანობის ნიადაგზე!!!! ქალი ცოცხლად აკუწა, შემდეგ ნარჩენები ჩააწყო ჩანთაში და პოლიციაში მიიტანა! მკვლელის დედა, რომელიც შვილზე უფრო დიდი ნაბიჭვარია, ცდილობს, რომ ეს ამაზრზენი საქციელი, გაამართლოს აფექტის მდგომარეობით, და ამის ნიადაგზე, შვილი ციხიდან გამოაშვებინოს!!!

გამომძიებელის კომენტარი – თუ ღალატობდა, მოკლავდა კიდეც!!!!

ჩემი აზრით, დასასჯელია არა მარტო მკვლელი, არამედ დედა, რომელიც მკვლელს ხელს აფარებს. გარდაცვლილი ძმა, რომელიც მაქამდე მუქარის მესიჯეს უგზავნიდა, და თვითონ გამომძიებელი, როელიც მკვლელს მხარს უჭერს! ყოველშემთხვევაში საქმეს უნდა ჩამოაშორონ მაინც!!!!

ცვილის ფიგურების სახლი


Chad Michael Muray in House of Wax HD Wallpaper

აბაა supernatural-ის ფანებო, სადა ხართ? გამოდით უნდა დაგთვალოთ! თუმცა არა, კი არ გამოხვიდეთ, სასწრაფოდ ლინკზე გადადით და დაიწყეთ ფილმის ყურება. ჯარედ პადალეკისთან ერთად 2 დაუვიწყარ საათს გაატარებთ!

მაშ ასე, წარმოიდგინეთ ზაფხულის ცხელი დღე, ერთი მაღალმთიანი სოფელი და ორი მოზარდი. ერთი 12 წლის (მაშინ 12-ის ვიყავი) მეორე 17-ის. ორივეს გვიყვარს საშინელებათა ფილმები, და რადგან სოფელი მეტისმტეად მოსაწყენია, იძულებული ვართ ერთმანეთს რაღაც ახალი ფილმების შინაარსები გავანდოთ. სწორედ ასე გამაცნო მარიმ, მე ერთ-ერთი საუკეთესო საშინელებათა ფილმი, სახელად ცვილის ფიგურების სახლი.

მიყრუებულ სოფელში საშინელებათა ფილმის ყურებას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, ამიტომ ფილმის შინაარსი დავიმახსოვე (თუმცა სახელი არა (რა ბატი ვარ რა!) ) და როცა ჩამოვედი მაშინვე მის მოძებნას შევუდექი.

ჰმ… ჯარედს ჯენსენი მირჩევნია ბევრად, თუმცა ამჯერად, იყოს ჯარედი-თქო ვთქვი. დავაჭირე ყურებას და დავიწყე…

დავიწყე და დავიწყე! ჯერ ხომ დასაწყისმა მომიშალა ნერვები, შემდეგ ნელა განვითარებულმა მოვლენებმა და მერე… მერე საღოლ! მერე უკვე დავიწყე საკაიფოდ ფილმის ყურება, თუმცა რამდენჯერმე მოულოდნელი ეფექტის გამო, თვალზე ხელი ავიფარე, უფრო რომ დავაკონკრეტოთ, იცი როდის ავიფარე თვალებზე ხელი? ის დამპალი ტყუპისცალი, ჯარედს რომ ფეხის ხრტილს უჭრის მაკრატლით… მაგაზე სერიოზული ნერვოზი მქონდა დამართნილი რამდენიმე თვე… სიბნელეში სულ მაკრატელი მემართებოდა და ხტუნვა ხტუნვით დავრბოდი აქეთ-იქით! (მაგაზე დაცინვა არ გამიბედოს არავინ!)

ერთადერთი რაც ამ ფილმში არ მომეწონა, ეს პერის ჰილტონი იყო! თუმცა, მაგისი სიკვდილი კი ძალიან მომეწონა, ისარი საკაიფოდ გაერჭო შუბლში! მაგ მომენტზე მაგარი ვიხალისე! (ჰო ნუ ნორმალური არ არის, რომ 12 წლის ბავშვი მაგითი ერთობოდეს, მაგრამ არც მაშინ ვიყავი ნორმალური და არც ახლა ვარ (ახლა 15-ის ვხდები) )

სხვა რა… მოკლედ კარგი ფილმია! (აბა მე ცუდ ფილმს როგორ გირჩევთ? 🙂 ) უყურეთ, ოღონდ შეეცადეთ, რომ დასაწყისმა ნერვები არ მოგიშალოთ!

პ.ს არ მითხართ რა ბავშვურ ფილმებზე წერო, საშინელებათა ფილმებშიც საჭიროა რაღაც საფეხურების გავლა! თუ სუსტი გული გაქვს, ეგრევე ხერხს ვერ მიახტები, ჯერ რაიმე მსუბუქი უნდა ნახო! მსუბუქი არ არის, მაგრამ პირველისთვის ნათებაც კარგია.