Nightmare on elm street (Remake)


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პირველ რიგში მინდა, აღშფოთება გამოვხატო ქართული საიტების მიმართ! რა მათხოვრობაა რა! 3 წელია ფილმი გადაიღეს და ნორმალური ხარისხით არსად არ დევს!

Nightmare on elm street არის პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი საშინელებათა ფილმი, რომელზეც პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ამ საიტებმა ისე გამაბრაზეს, რომ გადავწყვიტე საკუთარ თავთან დადებული პირობა დამერღვია, და ეხლა სწორედ მაგის შედეგია, რომ ამ პოსტს კითხულობს! 

კარგი, ზუსტად წინა აბზაცში ვახსენე, რომ ეს არის პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილი საშინელებათა ფილმი! მიუხედავად ამისა, ფრედი კრუგერი და ვეს კრეინი ძალიან მიყვარს! ვერ კრეინი კივილის გამო, და ფრედი მისი საინტერესო ტიპაჟის გამო! დიახ, ფრედი საკმაოდ საინტერესო ტიპაჟი იყო, და რატომღაც მგონია, რომ სულ ტყუილად მოკლეს ეგ ეგ ,,საცოდავი”. თუმცა რიმეიკი ძაან არ მომეწონა, სულელური ბანალური, ჰოლივუდური დასასრული ჰქონდა, ბანალური სასიყვარულო ისტორიით და ასევე ბანალური დასასრულით!

ფილმს სულ სამი პლიუსი აქვს. პირველი კარგი გადაღება, მეორე რუნი მარა და მესამე საინტერესო შინაარსი. ჰო ნუ კიდევ, American horror story-ს ვარსკვლავი კონი ბრიტონი! შინაარსი კი ძალინა საინტერესო იყო უდავოდ, რითიც მკვეთრად გადაღებოდა ძველი გადაღებებისგან.

ჰო ნუ დასკვნაში რა დავწერო. ა ჰო, ხალხო თუ მოგწონთ დამილაიქეთ რა სტატიები რა არის რა :|. სურვილი მეკარგება ხოლმე, რომ პოსტები დავდო ხოლმე!

კივილი (ყველა ნაწილის მიმოხილვა)


ვზივარ ასე და ვფიქრობ, რა ფილმზე დავწერო, რა ფილმზე დავწერო-თქო და უცბად მომივიდა აზრი, რომ კივილზე დამეწერა. საშინელებათა ფილმის მოყვარული თუ გქვია, კივილის ყველა ნაწილი ნანახი უნდა გქონდეს! აბსოლუტურად ყველა! მხოლოდ ერთის ნახვა საკმარისი არ არის! შეიძლება რომელიღაცა ნაწილი არ მოგწონდეს, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არა აქვს, ეგ ფილმი ნანახი უნდა გქონდეს!  კარგი მოდით ეხლა, ბევრი ლაპარაკი არ გვინდა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ! დავიწყოთ კივილი 1-ის განხილვით

განხილვით! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქალაქ ვუდსბოროში, რომელის მყუდროებაც სტუდენტი გოგონას სასტიკმა მკვლელობამ დაარღვია! მკვლელს სახეზე ბავშვური ნიღაბი ეკეთა. მისი კვალი დაკარგულია, პოლიცია ჩიხშია მოქცეული და სწორედ ამ დაძაბულობის ფონზე, მკვლელი თავს ესხმის ერთ-ერთ გოგონას, სახელად სიდნი პრესკოტს! მკვლელის მოტივი უცნობია, გამოძიება ჩიხშია, მკვლელი ვინ არის არავინ არ იცის… პირადად მე, ყველაზე მეტად პირველი ნაწილი მომწონს (გატყუებთ :დ). მომწონს ვეს კრეინის თეორია საშინელებათა ფილმებზე. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, მკვლელი ვიცოდი ვინც იქნებოდა! საერთოდ ეგ სენი მჭირს, მარტივად ვხვდები მკვლელი ვინ არის ხოლმე, ერთადერთი გოგონა დრაკონის ტატუთი-ზე დავიბენი!  კივილი 2

Scream 2 Screencap - scream Screencapდიდხანს ვიწვალე, დიდხანს ვიფიქრე, მაგრამ მეორე ნაწილის შინაარსი ვერ ჩამოვაყალიბე! ეს ალბათ იმიტომ, რომ მეორე პირველის მსგავსია. პირველ ნაწილში დაწყებული მორენ პრესკოტის იდუმალებით მოცული მკვლელობა და დუფისა და გეილს შორის დაწყებული სიყვარულის ნაპერწკალი, მეორეში კიდევ უფრო იხლართება და უფრო ახალ-ახალი გარემოებები იჩენს თავს!  მეორე ეხლა დიდად არ მომეონა, თან ეგ ერთადერთი ნაწილი იყო, რომელშიც მკვლელი ვერ გამოვიცანი -_- და მაგაზე ვიყავი დაბოღმილი კარგა ხანი! ეხლა ძლივს გადამიარა!

კივილი 3

Film Review: Scream 3 1 scream3 detail 300x144

ჩემი საყვარელი ნაწილი ❤ თუმცა არა, აქ კვდება ჩემი ყველაზე საყვარელი გმირი კოტონი :( (( ეჰ როგორ მომწონდა ეგ ბიჭი :( ((( ძაან ბევრი ვიტირე, რომ მოკვდა! (არა ისე სიმართლე, რომ ვთქვა, მართლა ვცადე ტირილი, მაგრამ არ გამომივიდა! :დ)

მოკლედ, გაიცანით ცნობილი ტელემსახიობი კოტონ უილი! ჯერ კიდევ რამდენიმე წამის წინ, ცნობილი, სახელგანთქმული, ხოლო ახლა კი დასახიჩრებული გვამი!

მოდით და შეიხედეთ კულისებში სადაც ახალი საშინელებათა ფილმის, დანით დარტყმა 3-ის გადაღებები მიმდინარეობს. მსახიობები, გულმოდგინედ სწავლობენ ტექსტს, და არც კი იციან წინ რა ელით!

ზოგადა, ყველანაირ ტრილოგიაში (შიმშილის თამაშები, გოგონა დრაკონის ტატუთი, ჰარი პოტერი) მეორე ნაწილი ყველაზე კარგი გამოდის ხოლმე! არც კივილია გამონაკლისი! მართლაც, რომ მესამე ყველაზე კარგი გამოუვიდათ. ძალიან მომეწონა, სიდნის დედის წარსულის იდუმალი დეტალები! პარალელურად კი ვითარდება გეილისა და დუფის სასიყვარულო ამბები, რაც სიუჟეტს მოწყენილობის და გადაღლილობის შეგრძნებას საერთოდ უკარგავს!

ჰო ნუ კიდევ ეს ნაწილი იმიტომ მიყვარს, რომ ეგრევე მივხვდი ვინ იყო მკვლელი! აიი ნახევრამდე არ იყო მისული, რომ ლოგიკური აზრონვებით ეგრევე მივხხვდი, რომ მკვლელი… არა ვინ არის მაგას არ ვიტყვი :დ ეგეთი დამპალიც ვერ ვარ!

კივილი 4

Scream 4 Movie

აი ნაწილი რომელიც მეზიზღება! სიდნის ატანა უკვე აღარ მქონდა! მთელი ფილმის განმავლობაში ერთი რამე მინდოდა, რაც შეიძლება მალე მოეკლათ ეგ გოგო! გიჟივით ვყვიროდი – ჩაკვდი, შე ბოზო- თქო! რა უბედურებაა, 4 ნაწილი ერთ ვიღაცას რომ დასდევენ მოსაკლავად და რომ ვერ მოუკლიათ! რა მარაზმია რა არის! :|

ჟამში მთლიანად ტრილოგია, ძალიან კარგია, მაგრამ როგორც ხერხის მე-7 ნაწილი, მასევე გამოვუდათ კივილის მე-4 ნაწილზე, ანუ გადაღებას, რომ არ გადაღება სჯობდა აი ისე!

საბოლოო ჯამში, ვეს კრეინ შენი ფანი ვარ ❤ ❤ ❤ ❤ თუნდაც მხოლოდ კივილის და ფრედის კამო ❤

ფაქტები ჰარი პოტერზე, ჯოან როულინგის ინტერვიუდან.


  • დემენტორებს აღარ იყენებდნენ, აზკაბანის მცველებად.
  • ჰარი პოტერმა, ჯადოქრული სამყარო დააჯერა, რომ სევერუს სნეიპი, იყო დამბლდორის ერთგული გმირი.
  • ჰარი პოტერმა, დაკარგა პარსელობა! (რაც ლოგიკური იყო)
  • ამბრიჯი დააპატიმრეს, დაკითხეს და აზკაბანში გამოამწყვდიეს, მაგლი ბავშვების მიმართ განხორციელებული დანაშაულის გამო.
  • ვიქტორ კრამს, ბულგარეთში დაბრუნების შემდეგ, შეუყვარდა ვიღაც გოგონა.
  • ჰარი პოტერი სკოლის დირექტორი არასოდეს არ გამხდარა, რადგან თვლიდა, რომ სკოლის საქმიანობა, მისი სტილი არ იყო.
  • ჰაგრიდი 2017 წელსაც  კი მუშაობდა ჰოგვორტსში, იმ დროირსთვის ის უკვე 88 წლის იყო.
  • როდესაც ნევილ ლონგბოტომმა მიატოვა, ჰერბოლოგიის მასწავლებლობის თანამდებობა ჰოგვორტსში, ის გახდა აურორი.
  • ჰარი და დრაკო მეგობრები არასოდეს არ გამხდარან, თუმცაღა მოგვიანებით ისინი უფრო მეტად უგებდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის შესაძლებლობებს უფრო მეტადაც აფასებდნენ.
  • არტურ უისლიმ შეაკეთა მოტოციკლეტი, რომელიც შემდეგ ის მისცა ჰარის.
  • ლუნა ლავდუგი დაქორწინდა მამისის გაზეთის რედაქტორზე, მათ ეყოლათ ტყუპი ბიჭები.
  • ჯინი უისლი, ქვიდიჩის პრფესიონალი მოთამაშე გახდა.
  • ჰერმიონი, ჯეიმსის ნათლიაა
  • რონი, ჯორჯთან ერთად მუშაობდა მაღაზიაში გარკვეულ დროს, ხოლო შემდეგ კი გახდა აურორი.

მოწონების შემთხვევაში პოსტს გავაგრძელებ.