გამოსათხოვარი პოსტი


The Art of saying goodbye how to leave without regrets

ალბათ უკვე ხვდებით რომ დამშვიდობებას ვაპირებ :დ

საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ფანტაზია აღარ მყოფნის და ნორმალურ პოსტებსაც ვეღარ ვდებ. გარდა ამისა, მეტისმეტად ერთფეროვანი გახდა ჩემი ბლოგი. გარდა ამისა წერის სურვილი მეკარგება, რადგან ცოტა მკითხველი მყავს. საერთოდ აღარც კი ვიცი, მინდა თუ არა ეს ბლოგი. ამიტომ, ცოტა ხანი მჭირდება ჩემს თავში რომ გავერკვე და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო. შეიძლება ეს ბლოგი საბოლოოდ გაუქმდეს, შეიძლება კიდევ განაგრძოს არსებობა, ჯერ არ ვიცი.

და მეორე მიზეზი. საშინელებათა ფილმების ყურებას დროებით ვწყვეტ. უბრალოდ მათი აღარ მეშინია, ყველაზე გულისამრევ სცენებს უკვე ისე ვუყურებ, რომ წარბი არ მიტოკდება, რაც ჩემი აზრით არ არის ნორმალური. სწორედ ამიტომ, გადასაჩვევად კარგა ხნიანი შესვენება დამჭირდება.

ასე, რომ მშვიდობით ^_^ შეიძლება, ოდესმე ისევ იხილოთ პოსტები ჩემს ბლოგზე. ჯერ-ჯერობით, როგორ ვიზამ ეგ მეც არ ვიცი.

Advertisements

Somebody Help me


1 წლის წინ, როდესაც სიცხისგან დედამიწას ბოლი ასდიოდა, საშინლად გამწარებული დავბრუნდი სკოლიდან. ჩვეულებისამებრ ჩავრთე კომპიუტერი და დავიწყე ფილმის არჩევა.

დაახლოებით 5 წუთის ფილმის შემდეგ ჩავრთე youtube და ავკრიფე ის სიტყვები რაც პირველი თავში მომივიდა, ეს სიტყვები იყო Somebody help me. ჩემდა გასაოცრად, რაღაც ჰორორის ტრეილერი ამომიგდო.

ფილმის ტრეილერი მომეწონა, რაღაც საშიში და იმედის მომცემი იყო, მაგრამ როგორც კ ფილმი ჩავრთე, მაშინვე ერთი აზრი ამკვიატა

– ეს რა ჯანდაბაა? 

ჭეშმარიტი ნიჭი უნდა, ტრეილერის ასე კარგად გაკეთებას, და ფილმის ასე საშინლად გადაღებას. მთელი ფილმის განმავლობაში, მხოლოდ ვიღაცეების წამების სცენების ყურება მიწევდა, თან ეს ყველაფერი ისე საზიზღრად იყო გადაღებული, რომ ტვით ჰოსტელსაც კი გაუწევდა კონკურენციას!

მთელი ფილმი ისე ჩავამთავრე აზრის გამოტანა ვერ მოვახერხე! ასეთი უაზრობა ჯერ არ მინახავს! წითელქუდაზე უფრო უაზრობა, თუ იქნებოდა, არ მეგონა, მაგრამ… უარესზე უფრო უარესი არ დაილევაო, ხომ გაგიგონიათ? :დ (ამ წამს მოვიგონე ეგ ,,ანდაზა”)

ტრადიციების მიმდევარი არ ვარ, მაგრამ ამ პოსტს ტრადიციული დასკვნით დავამთავრებ.

დასკვა. ეს ფილმი არის იდეალური ადრენალნის გამოსაყოფად, რადგან ასეთი ადრენალინი ხერხის ყურბის დროსაც კი არ გამომიყვია, თუმცა არის მეტისმეტად უაზრო და მოსაწყენი. ასე, რომ პირადად ჩემი რჩევაა, რომ ამ ფილმის ყურება არ გინდათ!