ნათება


ნათება როცა ვნახე დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი. მაშინ ეს ფილმი საშინლად არ მომეწონა, რადგან ის მარტივად ვერ გავიგე, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ 13 წელი ძალიან ადრე იყო ამ ფილმისთვის! ნათება არაა ისეთი იაფფასიანი ჰოლივუდური ნაგავი, რომელსაც უბრალოდ უყურებთ და მორჩა! არა, ის რომ გაიგო და მოგეწონოს, ამისთვის უბრალოდ დაფიქრებაა საჭირო! აღმაფრთოვანების მიზეზები, კი პატარა დეტალებშია ჩადებული, რომლებსაც უბრალოდ დაკვირვება სჭირდებათ!

ზედმეტად ბევრი ჰორორი მაქვს ნანახი, ამიტომ ჩემი შეშინება საკმაოდ რთულია, მაგრამ დამიჯერეთ, ნათებას როცა ვუყურებდი, აი არ ვიცი… ძალიან დამფრთხალი ვიყავი, თუ შეშინებული არა! ვაღიარებ, ეს ფილმი ნამდვილად შედევრია! მითუმეტეს, სტივენ კინგი ნამდვილი გენიოსია! ჯეკ ნიკოლსონი და სტენლი კუბრიკი ხომ საერთოდ! მაგათზე ლაპარაკიც კი არ მაქვს, რადგან მათი სიგენიალურის გამოსახატავად, ჩემი სიტყვბეი საკმარისი არ იქნება! უბრალოდ… არ ვიცი, როგორ გადმოვცე ამ ფილმით მიღებული შთაბეჭდილებები! ჩემი უემოციურობისგან გამომდინარე, მეშინია, რომ რაიმე ცუდად არ ვთქვა! უბრალოდ ვამბობ, რომ ამ ფილმს ყველა ვერ გაიგებ და ყველა ვერ ჩაწვდება! დღეს ყველა მიჩვეულია რაღაც სულელურ საზიზღრობებს, სულელური სიუჟეტით, რომელთაც არც ფიქრი არ უნდათ და არც არაფერი!

ამიტომაც, ისინი ვისაც მოგწონთ, უბრალოდ სისხლიანი ფილმები, ნათება არ ნახოთ! თქვენ მას მაინც ვერ გიაგებთ და ზოგადად ფილმზე არასწორ წარმოდგენას შეიქმნით…

მეტი რა ვთქვა… ისედაც საკმაოდ მოკლე პოსტი გამომივიდა… ალბათ იმიტომ, რომ არ შემიძლია არც ემოციების გამოხატვა და არც აღწერა! უბრალოდ ეს ნამდვილი შედევრია! შედევრია, რომელიც იოლი გასაგები არ არის… ეს უბრალოდ, ისეთი რამეა, რომელიც იოლი გასაგები არ არის… ალბათ უფრო სხვა, აი არ ვიცი… სხვა რაღაცეები უნდა გაინტერესებდეთ, რომ ის გაიგოთ… ამიტომ ვფრთხლიობ ეხლა, გირჩიოთ თუ არა მისი ნახვა… მაგრამ ფილმი კი ნამდვილად ისეთია, რომლის არ ყურება დანაშაულთანაა გაიგიავებული!

Advertisements

თქვენი შვილი ნაგვიდან ჭამს, ანუ ბლოგერების კიდევ ერთი შეკრება.


კიდევ ერთი და ამჯერად საბოლოო -_- მოკლედ რა, გავაკეთე ივენთი, მეთქი შევიკრიბოთ-თქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე რა! 1 კვირა კი მპირდებოდნენ, მოვალთ მოვალთო, მაგრამ საბოლოო მომენტში ყველამ გადაიფიქრა! აბა წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობაა, როცა ახალი ჩაცმული ხარ, ჩანთა გაქვს მოკიდებული და ის-ის არის, გარეთ უნდა გახვიდე, რომ მოგდის მესიჯი, რომელიც გეუბნება, რომ არავინ არ მოდის და რა ვქნათო?

დაფეთებული შევვარდი ინტერნეტში და მაშინვე ივენთს დავაკლიკე! აღმოჩნდა, რომ მოსვლას არავინ არ აპირებდა, ამიტომ გამწარებულ გულზე დავპოსტე, მეთქი ეხლა რუსთაველზე ტყუილა არ მაყურყუტოთ თორემ, სათითაოდ ამოგხოცავთ ყველს-თქო! თურმე, როგორც აღმოჩნდა, ჩემი ეს პოსტი აღმოჩნდა მიზეზი იმისა, რომ ნატა და პოვეტი მაინც მოვიდნენ შეკრებაზე.

ჰოდა მივდივარ ეხლა, ამ სიცხეში რუსთაველზე, თან ჩემი საცოდავი ნაუშნიკებით System of down ვუსმენ… როგორც მინიმუმ  ერთი ნახევარი საათი ვაგვიანებ, მაგრამ მაგარი მკიდია… მაინც ვიცი, რომ ნატას და პოვეტის გარდა მაინც არავინ არ მოვა, თან მეშინოდა, მეთქი პოვეტი სახეზე, რომ ვერ ვიცნო-თქო… ჩემს მეხსიერებას მაინც არ ვენდობი…

ხოდა მივედი ერთი ნახევარი საათის დაგვიანებით რუსთაველის მეტროს წინ და დავიწყე აქეთ-იქით ბოდიალი. ვერ ვიტყვი, რომ მაინცდმააინც პოვეტს ვეძებდი, პროსტა სიარულის მუღამი მქონდა რა… ხოდა, ბოლოს როცა ხალხის თვალებში ამოვიკითხე, რომ ცოტაც და ფსიქიატრიულში დარეკავდნენ, ავდექი და ხის ჩრდილში შევიყუჟე და ამჯერად ნირვანას მოსმენა დავიწყე…

ხოდა, უცბად, დავინახე პოვეტი და გახარებული გავვარდი მაგისკენ… ცოტა ხანი ვისაუბრეთ, ნაძირალა გიგაზე, რომელმაც going-ს მისცა, მაგრამ ასი წელი მოსვლას არ აპირებდა (გიგა, ისე რომ იცოდე, მაგის გამო მაგარი გაგლანძღეთ დღეს ^_^ ) და ასე ვიდექით და ველოდით ნატას.

ნატა, რომ დავინახე, თავიდან ძალიან გამაოცა, მისმა წითურმა თმამ, თუმცა დაბნეულობა არ შევიმჩნიე და ნატას ნახვით გამოწვეულ ემოციებს გასაქანი მივეცი და მაგრად მოვეხვიე.

ჰაჰ, ისე სპეციალურად დღევანდელი დღისთვის ჩავიცვი ახლად ნაყიდი red hot Chili pepper-ის მაიკა, გავიკეთე ნირვანას სამაჯურე, და ჩამოვიკიდე Mockingjay-ს ყელსაბამი. ძალიან გამიხარდა, ნატამ ეგ რომ შეამჩნია…

ხოდა ვიდექით კიდევ ნახევარი საათი და უშედეგოდ ვცდილობდით ხალხის მოზიდვას… ჩემინავამ მოგვწერა ბათუმში ვარო, გრიგოლს არ ეცალა… ლაშას ვერ ვუკავშირდებოდით… ხოდა ვიდექით ასე, ფრთა ჩამოყრილი ჩიტებივით… თანდანთან კიდე მე ბრაზი მემატებოდა, ოღონდ რატომ არ ვიცი… თუმცა ვიცი როგორ არ ვიცი…

ჰო ნუ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფული არ გვქონდა, თორემ ცოტანი რომ ვიყავით მაგას არაუშავს, ცოტა უფრო კარგად ვერთობით ხოლმე… ხოდა არ ვიცოდით სად უნდა წავსულიყავით… პირადად მე ძალიან მინდოდა, რომ ფოსტის სახურავზე ავსულიყავით, მაგრამ ნატას როგორც ყოველთვის კაბა ეცვა და ვერ იძრომიალებდა… ხოლო ფოსტის სახურავზე ასვლა არც ისეთი იოლი რამეა…

მოკლედ ისე, ნატა გამაგიჟებს 😀 ყველა შეკრებაზე კაბით როგორ მოდის… აი არ ვიცი რა! ხოდა ბოლოს გადავწყიტეთ, რომ წამოვსულიყავით ვერის ბაღში. თან ახლოს იყო და თან გრილოდა…

ხოდა დავიძარით ვერის ბაღში. თან მაგრად ვლანძღავდით ყველას, ვინც გოინგს მისცა და არ წამოვიდა! თან გზაში ნატა, თავის თმაზე გვიყვებოდა… და მაგარს ვხალისობდი იმიტომ, რომ მაგის 60-ს გადაცილებულ მასწავლებელს, მისი თმა მოეწონა… არ ყვირისო!

ხოდა ნახევარი გზა სიცილში და ხარხარში გავატარე… ამასობაში კი უკვე მივუახლოვდით ვერის პარკს… შადრევნის დანახვაზე ძალიან მომინდა წუწაობა, მაგრამ ჩვენს ჯინაზე, წყალი, ძალიან დაბალი იყო და საწუწავადა არ გამოდგებოდა… არადა ისე მცხელოდა… და თან ტანსაცმელი მთლიანად ტანზე მეკვროდა…

სანამ ნატა და პოვეტი დასაჯდომ ადგილს ეძებდნენ, მე ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი… თავი საშინლად მტკივდებოდა… როცა სკამზე დავჯექით, ასე მეგონა, რომ ჩემს თავში ზარები რეკდნენ… რადგან ისე მტკიოდა რომ აი არ ვიცი…

ხოდა ასე, ვიჯექით და ვსაუბრობდით… თან ნატა დანარჩენ ბლოგერებს ესემესებს უგზავნიდა, იქნებ მოსულიყვნენ, მაგრამ ყველამ უარი გვითხრა… შარაბიძემ მაგალითად კლიენტი მყავსო და ვერ წამოვალო… ხოლო დანარჩენების მიზეზი კი ჯობია, რომ არ დავწერო!

ხოდა ესე ვიჯექით, ესე მშვიდად ვერის პარკის სკამზე… სიო უბერავდა… ჩვენს წინ კიდე ბავშვები დარბოდნენ და თამაშობდნენ… ნიკამ, ერთი დანა ხომ არ გაქვს, დიდი სიამოვნებით დავხოცავდი ამათო… მეთქი, დანა რომ მქონდეს, ამდენი ხანი ასე წყნარად კი არ ვიჯდებოდი-თქო! თანდათან ნიკასთან საუბრის შედეგად დავმშიდდი, მეგონა, რომ მარტო მეგონა ეგეთი სუიციდურ-ჰომოციდური აზრები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ I’m not alone. ძალიან გამიხარდა, როცა პატარა ბავშვების დანხვაზე, რომლებიც თავს გაბეზრებენ და სიმყუდროვეში ხელს გიშლიან, მხოლოდ მე არ მევსება გული, სუიციდურ-ჰომოციდური აზრებით, ნაცვლად იდიოტური სენტიმენტალურობისა ^_^.

ისე, ვინატრე, რომ სოფო, ლაშა და ნათია აქ ყოფილიყვნენ… სოფოს ნახვა, უკვე 1 წელია რაც მინდა, ნათია, რამდენიმე კვირის წინ, შემთხვევით აღმოვაჩინე თინ ბლოგერებში და ძალიან მომეწონა… ნიჭიერია და საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა… ჰმ… სოფოს ნახვა მეც და ნატასაც ძალიან გვინდოდა, მაგრამ მე, უფრო მის ნახვაზე მეტად, დახრჩობაზე უფრო მიმიწევდა გული…. ხოლო რაც შეეხება ლაშას, ლაშას მგონი 9 თვეა რაც ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ მის გვერდით არ მოიწყენ.

9 უარყოფითი პასუხის შემდეგ, ბოლო-ბოლო ანანო დავითანხმეთ, რომ მოსულიყო… რაც ძალიან გამიხარდა, მაგრამ იდილია სწრაფად გამიქრო სავსე შარდის ბუშტმა და საშინლად მტკივანმა თავმა, ამიტომ ნატას და ნიკას გამოვემშვიდობე ცოტა ხნით და კინოთეატრ ამირანისკენ გავემართე სწრაფი ნაბიჯით.

მიუხედავად იმისა, რომ ვერის პარკიდან კინოთეატრ ამირანამდე 10 წუთის სავალია, იქ მისვლა არ მინანია. პირველი, ორმაგი სიამოვნება მივიღე და მეორე… თურმე იქ აქცია ქონიათ და გამოსვლის წინ, 1 პაკეტი ჩიფსი და 1 ჩუდოს შოკოლადი მაჩუქეს.

და აქვე, არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ჩუდოს შოკოლადი საშინელებაა! ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ გოგონასი, მაგრამ სეიროზულად გაფრთხილებთ არ შეცდეთ და ჩუდოს შოკოლადი არ იყიდოთ! ასეთი საზიზღობა კარგა ხანია არ დამილევია!

ნატას და ნიკას, ჩიფსი პატიოსნად გავუყავი ხოლო შემდეგ ვთქვი, როცა ანანო მოვა, წავალთ ყველანი საჭირო ოთახში, ჩიფსის ასაღებად-თქო… ფრაზა ცოტა უცნაური კი გამოვიდა, მაგრამ ამ უცნაური ფრაზის წყალობთი, ყველას თითო პაკეტი, ლეისის ბეკონის ჩიფსი შეხვდა!

ანანო მალე მოვიდა, დაახლოებით 5 წუთში… ანანო მესამე შეკრებიდან მახსოვს… მისი მოკლედ შეჭრილი თმიდან დამამახსოვრდა… გამიხარდა მისი ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი მეგობრები არ ვართ…

ხოდა ისევ გავემართეთ კინოთეატრისკენ და ვითომ ყველას ტუალეტში გვინდოდა, არადა სინამდვილეში ჩიფსის გარდა არ გვაინტერესებდა არაფერი… ისე 5 წუთის წინ მიღებული გამოცდილება ამჯერად გამოვიყენე და ჩუდოს შოკოლადზე სასტიკი უარი ვთქვი…

კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ ვერის ბაღში დავბრნდით. გზაში დედაჩემმა დამირეკა და მკითხა რას აკეთებთო, მე ვუთხარი უფასოდ დავითრიეთ ჩიფსები და ეხლა ვჭამ-თქო და ეს ჩემი ფრაზა დედაჩემმა ფრიად საინტერესოდ გაიგო.

ქალბატონი ხატიას აზრით, ჩვენ ნაგავში ამოვქექეთ ჩიფსები და ეხლა მაგას ვჭამდით.

არა ნახეთ რა დედაჩემს ჩემზე რა წარმოდგენა აქვს? -_-

ხოდა როცა დასაჯდომ ადგილს დავუბრუნდით, თავის ტკივილმა კიდევ უფრო მეტად წამომიარა… ამიტომ დავიწუწუნე, ვინმემ ციტრამონის ფული მასესხეთ თორემ მოკვდები მალე-თქო და ანანომ, იჯიგრა და 40 თეთრი მომცა…

რამდენი მადლობა გადავუხადე გულში ანანოს თქვენ ვერ დაითვლით… გავვარდი აფთიაქში ისე, რომ არავინ არ გამიყოლებია თან (ეტყობა, ამიტომ შემარქვა ნატამ ჰიპერაქტიული ნანუკა ^_^) ხოდა გზად დამაბარეს სადმე რაიმე აქცია თუ იქნება, აღარ მოხვიდე დაგვირეკეო…

ისე ბედის ირონია არაა, რომ აფთიაქშიც ჰქონდათ აქცია? მაგრამ არა მგონია, რომ აგითი ძაან დაინტერესებულიყვნენ,ამიტომ 25 თეთრად 1 ფირფიტა ციტრამონი ვიყიდე და სწრაფად დავბრუნდი უკან.

მეტი რაღა ვთქვა… მალე დედაჩემმა დამირეკა და მკითხა რას აკეთებთ, ხომ არ სვამთო, და მაგაზე იმდენი ვიხარხარეთ, რომ აი არ ვიცი… სად გვაქვს მეთქი სასმელის ფული-თქო… ხოდა 10 წუთში მოვალ და ამოდიო!

მაგაზე, კინაღამ გინება დავუწყე… მეთქი, მარტოც მშვენივრად ამოვალ-თქო, მაგრამ არაო! 10 წუთში გაჩერებაზე იყავიო… ხოდა სხვა რა გზა მქონდა? 10 დაუვიწყარი წუთის შემდეგ, უკვე დედაჩემითან ერთად მივუყვებოდი რჩეულიშვილის აღმართს…

საბოლოოდ დღეს სულ 4 ადამიანი ვიყავით შეკრებაზე, მე-ემილი, ნატა-ვაიბი, ნიკა-პოვეტი და ანანოს რა ზედმეტსახელი აქვს ეგ  არ ვიცი… დღე იყო უბრალოდ დაუვწყარი, როგორც ჩვენი ყველა შეხვედრა და ვინც არ წამოვიდა, მაგრა მიქარეთ :3

პ.ს სულ 4 შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, მაგრამ არც ერთზე არ დამიწერია პოსტი. არც დღევანდელზე არ ვაპირებდი, მაგრამ ისე გავბრაზდი, რომ გადავწყვიტე ტრადიცია დამერღვია!

პ.პ.ს ისე ძალიან არ მინდა, რომ ეს ჩვენი ბოლო შეკრება იყოს 😦

გრაფი მონტე კრისტო ბრაზილიური სერიალი?


user posted image

გრაფი მონტე კრისტო, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნია. ის მაშინ წავიკითხე როცა 12 წლის ვიყავი და მას შემდეგ, კვირა არ გავა, რომ როგორც მინიმუმ 1 თავი არ წავიკითხო. 

წიგნმა იმდენად მომხიბლა, რომ ეკრანიზაციის ნახვა ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამი ფილმი მაინც ვნახე. პირველი 1998 წელს გაოშვებული სერიალი, სადაც გრაფ მონტე კრისტოს როლს ჟერარ დეპარდიე ასრულს, მეორე ძველი ფრანგული ვერსია და მესამე 2002 წელს გადაღებული ბრაზილიური სერიალი, რომელსაც რატომღაც ფილმს უწოდებენ.

1998 წლის ეკრანიზაცია, ერთ-ერთი ყველაზე კარგია, თუმცა ერთი სერიოზული მინუსი აქვს. ჟერარ დეპარდიე ედმონდ დანტესის ტიპაჟი ოდნავადაც არ არის, წიგნში გრაფი მონტე კრისტო ელემენტარულად შავგვრემანია და არა ქერა! 

რაც შეეხება ფრანგულ ვერსიას. რაც შეეხება ფრანგულ ვერსიას, ის კარგია, მაგრამ თვითონ ედმონდ დანტესის ტიპაჟი არ მომწონს, რადგან წიგნში დანტესი გამოყვანილია, როგორც ყოვლის შემძლე, ზებუნებრივი არსება, რომელიც ადამიანებზე 1 საფეხურით მაღლა დგას, და ამ ფრანგულ ვერსიაში კი ჩვენს წინაშე დგას, ერთი ჩვეულებრივი კაცი, რომელიც წარსულმა იმდენად დატანჯა, რომ ახლა ყველაფრის ხალისი აქვს დაკარგული.

და ახლა გადავიდეთ 2002 წელს გადაღებულ, ბრაზილიურ სერიალზე (სინდისი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ფილმი ვუწოდო) ვაიმე, ღმერთო, არ ვიცი იმდენი საგინებელი სიტყვა, რამდენიც მაგის რეჟისორს ეკუთვნის. 13 წლის ვიყავი, მაგ ფილმი რომ ვნახე და ნახევარი საათი ხმამაღლა ვჩხუბობდი! დედაჩემის თქმით, საწყალი დიუმა ბრუნავს საფლავში, ამ სერიალის გამო! 

თან ის მაგიჟებს, რომ ხალხს ეგ ნაგავი მოსწონს :O არ ვიცი, ალბათ წიგნი არა აქვთ წაკითხული, თორემ შეუძლებელია, წიგნის მერე, ეგ ნაგავი მოგწონდეს! და რომ დავწერე, საშინელებაა-თქო, მე გამოვედი ეხლა უინტელექტო იდიოტი! ამიტომ, როცა მივხვდი, რომ ჩხუბით ვერაფერს ვერ გავაწყბობდი და საჭირო იყო არგუმენტების მოყვანა გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დამეტანჯა თავი, ჩამერთო ეგ რაღაც, და ჩამომეწერა ის ყველა უზუსტობა რაც მაგ სერიალს ახასიათებს.

დავიწყოთ დასაწყისითი.

თვითონ ეგ სერიალი, იწყება იმითი, რომ ედმონდი და ფერნანი, მიდიან კუნძულ ელბაზე, რადგან კაპიტანი კვდება და მათ სჭირდებათ დახმარება. 

წიგნი იწყება იმითი, რომ გემი ფარაონი, ბრუნდება მარსელში. ასევე, ფერნანი არ მსახურობს ფარაონზე და ის და დანტესი მეგორები არ ყოფილან არასოდეს, მითუმეტეს საუკეთესო მეგობრები.

მეორე უზუსტობა, როცა დანტესი ჩადის კუნძულზე, (წიგნში რა თქმა უნდა) კაპიტანი ლეკრელი უკვე გარდაცვლილია და შესაბამისად არავითარ დახმარებას არ საჭიროებს.

ჰო ნუ, ფერნანი და ედმონდი, რომ მეგობრები არ არიან ეგ უკვე ვთქვი. მესამე, სრულიად სისულელეა ედმონდის და მერსედესის სექსის სცენა და მერსედესისი დაპირება, რომ იმ ბეწვის ბეჭედს, რომელიც მას ედმონდმა გაუკეთა, არასოდეს არ მოხსნიდა, როცა წიგნში არაფერი მსგავსი არ არის ნახსენები.

მესამე. ვალენტინა, ვილფორის ქალიშვილია და არა ცოლი! მამამის, ვილფორი ძალიან დიდი პატივისცემით ეპყრობა წიგნში და არა, აგდებული ძაღლივით.

მეოთხე. ედმონდს როცა აპატიმრებენ, ის საერთოდ არ ცდილობს გაქცევას და მითუმეტეს არავითარ ფერნანდთან არ ცდილობს თავშესაფრის პოვნას.

როცა დანტეს აპატიმრებენ, (სერიალში) ის, ციხის უფროსთან მიჰყავთ, არადა წიგნში დანტესი სასოწარკვეთილი ითხოვს, რომ ციხის უფროსს შეახვედრონ და ბოლოს ამ მოთხნვნას ლამის სიგიჟემდე მიჰყავთ, რის გამოც ჩაამწყვდევენ ჟურღმულში და რის შედეგადაც გაიცნობს ის აბატ ფარიას მომავალში. 

მეხუთე. ციხის უფროსი დანტესს ეუბნება, რომ პატიმრებს, ყოველი წლის დასაწყისში როზგავენ. წიგნში არსად არაა ნახსენები, რომ ციხე-სიმაგრე იფში, პატიმრებს ფიზიკურად ეხებოდნენ, რათა მათთვის ტანჯვა უფრო გაეხანგძლივებინათ. წიგნში გარკვევით ჩანს, რომ პატიმრები საკუთარი გონების ტყვეები იყვნენ და მათთვის ტანჯვის მომატება, არავითარ საჭიროებას არ საჭიროებდა.

მეექვსე. როდესაც დანტესი აბატ ფარიას გაიცნობს, აბატი ფარია მოხამრების სანაცვლოდ, ცოდნას თავაზობს და კიდევ ეუბნება, რომ ციხეში იმიტომ ჩასვეს, რომ განძის ადგილსამყოფელი გაემხილა. თუმცა ფარია ბონაპარტიზმისთვის დააპატიმრეს და ჯურღმულში იმიტომ ჩაამწყვდიეს, რომ თავი აურაცხელი სიმდიდრის პატრონი ,,ეგონა”

დანტესი, ასევე თვითონ თხოვს, რომ გაქცევისთვის გეგმა დახაზონ, მაგრამ თავდაპირველად ფარია ეუბნება მას უარს და არა პირიქით, ფარია, რომ ეხვეწება ედმონდს, დამეხმარე და ისიც დებილივით, სანაცვლოდ რას მივიღებო. რა უნდა მიიღოს ეხლა გასაცოდავებულმა იფის პატიმარმა სანამცვლოდ? ნებისმიერი ლოგიკიდან, თვითონ დანტესი უნდა იყოს დაინტერესებული ციხიდან გაქცევით.

როცა ფარია კვდება, ის უებნება, რომ იცის სად არის განძი და რომ ყველა მოატყუა თითქოს არ იცოდა.

ჰმ…

მეშვიდე. როცა დანტესი, კონტრაბანდისტებთან ხვდება, ისინი ერთ-ერთ მეკობრეს ცოცხლად დამარხვას უპირებენ, რადგან მან ნადავლი მოიპარა, ხოლო დანტესი მას შეებრძოლება და ორივეს გემზე დატოვებენ და ის მეკობრე დანტესის მსახური გახდება

ჰმ… წიგნში, რაღაც არ მახსოვს, რომ ჯაკობოს ცოცხლად დამარხვას უპირებდნენ.

და რა ვიცი… კიდევ იმდენი, უზუსტობაა, რომ არ ვიცი კიდევ რომელი ვთქვა! მაქსიმილიანი, ვალენტინა, კადრუსი, ესენი საერთოდ ამოგდებულია. ნუარტიე დე ვილფორს, წარმოიდგინეთ ფერნანი კლავს, ვილფორის დავალებით. ალბერი წარმოიდგინეთ არის არა ფერნანის შვილი არამედ ედმონდის, ხოლო კადრუსი თავს კი არ იკლავს, არამედ ედმონდის გემზე ადის საქურადავად და იქ ედმონდი დახვდება და გემის ანძაზე ჩამოკიდებს! 

მეთანხმებით, რომ ეს ბრაზილიური სერიალი, მართლა გინების ღირსია?