აკრძალული წიგნები


Image

დღეს მოვალეობა მოვიხადე უკვე და ერთი პოსტი დავდე, მაგრამ მოლის პოსტმა, შთამაგონა ამ პოსტის იდეა. გავხსენი გუგლი, და თვალი გადავავლე აკრძალული წიგნების სიას. შედეგით მართლაც, რომ ძალიან ვიხალისე. ცოტა თქვენც, რომ გაგახალისოთ, თქვენც გაგაცნობთ რამდენიმე აკრძალული წიგნს.

რომელმა ჭკუათმყოფელმა ადამიანმა, უნდა აკრძალოს ალისა საოცრებათა ქვეყანაში?! ისე, სხვათაშორის უნდა ვაღიარო, რომ ალისა დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ზღაპარია… ოჰ არ გაიოცოთ. ზღაპრების კითხვა მიყვარს, მაგალითად როცა 2 თვის უნახავ მამასთან ავდივარ ხოლმე, სხვა საქმე არაფერი არ მაქვს და ფრანგულ ზღაპრებს ვკითხულობ. იაპონური ზღაპრების ძველი გამოცემაც მქონდა, მოპარული დეიდაჩემისგან, რომელიც დამეხა სამწუხაროდ, მაგრამ დანაკლისი სულ რამდენიმე დღის წინ ავინაზღაურე, და ქინდლში პდფ ვერსია ჩავწერე :3 ხოდა… მოკლედ ალისა არასოდეს არ სარგებლობდა ჩემში დიდი სიმპათიით, მანამ სანამ რამდენიმე თვის წინ ჩემმა დეიდაშვილმა მოფერებით ალისა არ შემარქვა. რომ ვკითხო რატომ-თქო, მიპასუხა. იმიტომ, რომ შენც ალისასავით შენი სამყარო გაქვს შექმნილიო, ოღონდ შენი სამყარო საშინელიაო. ამიტომაც მაქვს ეხლა ნიკად აღებული Alice from horror land

გამიგრძელდა სიტყვდა და… არა ერთი მადამ ბოვარი რა ასაკრძალი იყო ხომ ვერ მეტყვით?! მართალია ეს წიგნი არასდროს არ მიყვარდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იქ ასაკრძალი არაფერი არ არის.

ჰმ… სხვათაშორის ანა ფრანკის დღიურებიც ასაკრძალთა სიაშია მოხვედრილი… რა ლოგიკიიით მე მაგას ვერ ვხვდები! -_-

ლოლიტაზე და კირჩხიბის ტროპიკზე, ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. კირჩხიბის ტროპიკი ჯერ წაკითხული არ მაქვს, რაც შეეხება ლოლიტას… ლოლიტას კითხვა არ დამისრულებია. სხვათაშორის ისე, შეგშურდეთ ყველას. იცით რა ლიბერალი მამა მყავს? როცა ვუთხარი ლოლიტას ყიდვა მინდა, ფული მომეციო, უპრობლემოდ მომცა. ერთი ავტორი დამაკონკრეტებინა, მერე გაფართოებული თვალებით შემომხედა და ბოლოს გამიღიმა. ჰო ნუ… ლოლიტაში კიდევ შეიძლება გავიგო რატომ არის აკრძალული, მაგრამ ეხლა მე… რავი ეხლა პირადად ჩემთვის ეგ წიგნი გახრწნილი და გათახსირებული ნამდვილად არ არის! 

და კარლსონი?! ყაჩაღის ასული რონია?! მაწანწალა რასმუსი?! ტომ სოიერი?! ჰეკლბერი ფინი? არა გეხვეწებთ მითხარით, რა დონის იდიოტი უნდა იყო, რომ ესენი აკრძალო! ჩემი თუ არ გჯერათ იხილეთ აქ სტატია! სერიოზულად აქვს ამ ხალხს გარეკილი! -_-

სატანური ბიბლია?! ჰო ნუ ეხლა… რელიგიის პონტში ვიღაცა შეიძლება მომედავოს, მაგრამ ეხლა აქ სატანისტების უფლებებზე რომ დავიწყო ლაპარაკი, საერთოდ ანათემას გადამცემენ მგონი, ასე რომ ჯობია გავჩუმდე. თუმცა, თუ რელიგიური ნიშნით კრძალავ წიგნს, მაშინ დევიდ ზელცკერის მხეცის ნიშანიც აკრძალეთ! უჰ ისე, დღეს გამყიდველების სახე უნდა გენახათ მაგ წიგნზე რომ ვკითხეთ. კიდევ კარგი, ამ ქვეყანაში რელიგიური პოლიცია არ არის, თორემ მაგას გამოიძახებდნენ ეჭვი არ მეპარება.

ისე დიდი სიამოვნების ავკრძალავდი მილტონის დაკარგულ სამოთხეს! რა აგრესია დამიტოვა მაგ წიგნმა ვერ წარმოიდგენთ! 

და აბა ბარემ მითხარით, ადამიანი ჰარპერ ლის ნუ მოკლავ ჯაფარას რომ აკრძალავ რა გქვია?! მე გეტყვით! სრული იდიოტი! 

სტივენ კინგის კერი, კუჯო და კრისტინაც აკრძალულ სიაში მოხვდა! -_- ერთი თქვენც რა! დედაჩემიც მეყოფა თქვენ რომ არ დამიმატოთ! არა დედაჩემი ეხლა კინგის კითხვას ნამდვიალდ არ მიკრძალავს, მაგრმა თვითონ მწერალი არ მოსწონს. არადა წელიწადის დრონი, მხოლოდ მაგის ხათრით ვიყიდე!

ეჰ… აი ამიტომ ვამბობ რა, უფროსებს ყური არ უნდა უგრო! -_- 

მგონი ცოტა წიგნები მაქვს ჩამოთვლილი, მაგრამ არა უშავს! რაც ჩამოვთვალე ეგენიც სავსებით საკმარისები არიან! 

და პოსტის დასასრულს, ვერ ვხვდები წიგნების აკრძალვას რა აზრი აქვს?! ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანმა წიგნების წაკითხვით შეიძლება, რომ რაიმე ზიანი მიიღოს! აი ეს აკრძალვა, კი… უჰ, ეგ უფრო ცუდ შთაბეჭდილებას გიტოვებს. მაგალითად დღემდე ვერ მომინელებია, ბებიაჩემმა ტრისტანი და იზოლდას კითხვა რომ ამიკრძალა! :დ მშვენივრად ვკითხულობდი! ეჰ… როგორი განსხავავებული  გემოვნება მქონდა 7 წლის წინ არა? 😀 ეხლა რომ მომკლა, ტრაგიკულ სიყვარულზე ვერ წავიკითხავ ვერაფერს! მაგრამ სამაგიეროდ რაღაც ეროტიკას და ჰორორს ვაწვები უფრო. მერე რა?! 15 წლის ვარ და პატარა აღარ ვარ ^_^ რასაც მინდა იმას წავიკითხავ. თან საკმაოდ ლიბერალური მშობლები მყავს, დედაჩემს კინაღამ fifty shades of grey ვაყიდინე და კიდევ კარგი არ მიყიდა! :დ მაგის გამო, დღემდე მადლობელი ვარ! ^_^ 

ბავშვები საშინელებათა ფილმებში


მოკლედ, არ ვიცი შეიძლება ამითი ჩემს ფსიქოპათობას კიდევ ერთხელ ვუსმევ ხაზს, მაგრამ ბავშვები რომ მონაწილეობენ საშინელბეათა ფილმებში, მაგაზე უბრალოდ ჭკუა მეკეტება. ამიტომ, გადავწყვიტე რომ დღევანდელი პოსტი მივუძღვნა იმ ფილმებს, რომლებშიც მთავარ როლს ბავშვები ასრულებენ.

1. case N39

ემილი ჯენკინსი იდეალისტური გადახრების მქონე სოციალური მუშაკია, რომელიც ათი წლის გოგონას მშობლებისგან გადაარჩენს… რაღაც პერიოდის შემდეგ ირკვევა, რომ სიტუაცია ოჯახში დიამეტრულად საწინააღმდეგო იყო..

2. child’s play

ექვსი წლის ენდის არავინ დაუჯერა, რომ მისი თოჯინა სახელად ჩაკი – ცოცხალია… მაგრამ როდესაც ბიჭუნას ძიძა დაიღუპა, მან დედას და გამომძიებელს უთხრა, რომ ეს ჩაკიმ გააკეთა…

პ.ს სხვათაშორის ეს ფილმი რომ ვნახე, 11 წლის ვიყავი თუ 12. და ძალიან გამიხარდა, რომ მისი არ შემეშინდა. ამ ვერსიაში ერთადერთი რაც მომწონს, ეს არის საუნდრექი და ენდი ^_^

3. the six sense

ბავშვთა ფსიქიატრი მალკოლმ კროუ შეეტაკება უცნაურ შემთხვევას: რვა წლის კოულს საშინელი ხილვები აქვს – გარდაცვლილების აჩრდილები. ყველა ეს ადამიანი როდესღაც მოკლული იყო, და ახლა ისინი პატარას თავის გამაგიჟებელ შიშს და სასოწარკვეთილ მრისხანებას გვრიან. როგორც ექიმი, მალკოლმი უძლურია რამეში დაეხმაროს. მაგრამ როგორც ადამიანი, ის სცდილობს იპოვოვ კოულის საშინელებათა სამყაროს გასაღები, რომელშიც სიკვდილის სუნთქვა ისმოის და ტკივილის საშინელი ყვავილები ყშლება.

4. the good son

გენრი ევანსი მშვენიერი დამჯერი ბიჭუნაა.გენრის თამაშები უყვარს.განსაკუთრებით ისეთები, სიკვდილით რომ მთავრდება. არც მოსიყვარულე მშობლებს და არც მის ერთგულ დაიკოს წარმოდგენაც კი არ აქვთ,რომ მომხიბვლელი ღიმილის მიღმა ბოროტი ეშმაკური არსია დამალული..სიბრალულს მოკლებული და სისხლის წყურვილით შეპყრობილი.. ერთადერთი, ვინც ამას მიხვდება ,ბიძაშვილი მარკია, რომელიც ევანსებთან სტუმრადაა ჩამოსული.მაგრამ ეს აღმოჩენა მარკისთვის საბედისწერო აღმოჩნდა–სადისტ ძამიკოს სულაც არ აწყობდა მისი საიდუმლო გართობების გამოაშკარავება..და გენრი მარკს ერთ–ერთ სასიკვდილო თამაშს სთავაზობს.

პ.ს ეს ფილმი ნანახი არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მომაგონე ორი ფილმი. 1. ნიჭიერი მოსწავლე (ფილმიც და წიგნიც შედევრია) 2. ჯოშუა (ეს ფილმი დედაჩემს უნდა ვაჩვენო და მერე ვნახოთ თუ შვილების გაჩენას კიდე თუ გაბედავს -_-)

5. Village of Damned 

ამერიკელ გოგონას მიდიჩს უცხოპლანეტელები ეწვევიან. მათი ზეგავლენის ქვეშ სოფლის მაცხოვრებლები მოულედნელად ხანგრძლივ ძილში ჩავარდებიან. უცხოპლანეტელების სტუმრობიეს შედეგად რამოდენიმე სოფლის მაცხოვრებელი ცხრა თვეში ერთ და იგივე დროს, ტყუპებივით ბავშვებს გააჩენენ. წამოზრდხილი ბავშვები ჩვეულებრივი ბავშვებისგან განსხვავდებიან სახის სიმკრთალით, მათ ვერცხლისფერი თმები აქვთ და უცნაური ფერის თვალები, თან ისინი თავის თანატოლებზე ჭკვიანები არიან, მაგრამ არანაირ ემოციებს არ ამჟღავნებენ. უცნაურ ბავშვებს სოფლის მაცხოვრებლებისთვის მხოლოდ უბედურებები მოაქვთ და ისინი საკუთარ მშობლებსაც კი აშნებენ: მათ აზრების წაკითხვა შეუძლიათ და არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ..

6. the shining

მთავარი გმირი – ჯეკ ტორენსი – ჩამოვიდა ელეგანტურ განმარტოვებულ ოტელში, ზედამხედველად სამუშაოდ მკვდარი სეზონის დროს თავის ცოლთან და შვილთან ერთად. ტორენსი აქ არასოდეს ყოფილა. თუ ეს არ არის მთლად ასე? პასუხი სიბნელეშია, რომელიც დანაშაულის კოშმარითაა გაჟღენთილი…

7. the omen

ის დაიბადა 6 საათზე მეე–6 დღეს მე–6 თვეში. წინასწარმეტყველების მიხედვით, მსოფლიოს დასასრული დადგება, უკანასკნელი შებრძოლება ბნელი და ნათელი ძალების, და მის დასაწყისი სატანას შვილის დაბადებაა ადამიანის გარეგნობაში. ამერიკელი დიპლომატის ცოლს რობერტ ტორნს გაუჩნდება ცოცხალი ბავშვი, და მისი ქმარი, რომელიც ვერ გაბედავს ეს ტრაგიკული ამბავი შეატყობინოს მას, იშვილებს ჩვილს გაუგებარი ხალით სამი ექვსიანის გამოსახულებით – მხეცის რიცხვით. ბავშვის დაბადების წვრილმანები საიდუმლოდ რჩება, მაგრამ ცოტა ხანში აშკარა ხდება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ბავშვი. ირგვლივ მუდამ, საიდუმლო ვითარებებში, კვდებიან ადამიანები და საიდუმლო მოვლენები ვითარდება, რომლების შემდეგ რობერტ ტორნს პანიურად ეშინია ბიჭის…

პ.ს ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმია, რომელმაც რასაც ქვია ფსიქიკა დამირღვია. ყველა ნაწილი მაქვს ნანახი, მათ შორის 2006 წლის გადაღება და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ ვერსიამ მოახდინა. სხვათაშორის ეს იყო პირველი საშინელებათა ფილმი, რომელიც ვნახე.

8. the ring

ტელეფონის ზარი მოყვება უცნაური ვიდეოკასეტის ნახვის მერე, რის მერეც ყველა ვინც მას ნახავს კვდება. მსხვერპლს ნხოლოდ ერთი კვირა ეძლევა, შემდეგ კი სიკვდილია გარდაუვალი . ფილმის მთავარი გმირი რეიჩელი – ჟურნალისტი, იძიებს ამ საშინელ მოვლენებს, და შემთხვევით კასეტა მის შვილთან ხვდება, რომელსაც ასევე საფრთხე დაემუქრა. მას სიკვდილთან შეჯიბრება მოუწევს.

პ.ს ზარის არსებობის შესახებ მაშინ გავიგე, როცა 13 წლის ვიყავი. ჩემმა მეგობრებმა ისე დამიხასიათეს, რომ ვაიმე მეთქი რაღაც საშინელებაა და ამას რომ ვუყურო ღამე ცხვირს ვერ გავყოფ გარეთ-თქო. შენს არ მომიკვდე! -_- ისე მშვენივრად ავედი მერე მოსაღამოვებულზე წყნეთში, ვერც წარმოიდგენთ!

9. children of the corn

ფილმის მოქმედება ვითარდება პატარა ქალაქში, რომლის ირგვლივ სიმინდის ველებია. იქ გამოჩნდება 12 წლის მქადაგებელი სახელად ისააკი. ის ბავშვებს უბიძგებს უფროსები მოკლან იმისათვის, რომ მწყურვალე ველები სისხლით დანამონ. ისააკი უკრძალავს ბავშვებს თამაშს და არწმუნებს ველებს შესწირონ თავი მე–19 დაბადებისდღეზე. ბევრი გაქცევას სცდილობს, თუმცა დაუნდობელი მქადაგებელი პოულობს მათ…

პ.ს მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგის ნოველის მიხედვითაა გადაღბული, ეს ფილმი მაინც მეზიზღება! რაღაც უაზრობა იყო! ეხლა წიგნი უნდა წავიკითხო, იმედია ეს უფრო მომეწონება. და ისე რაღაც სიუჟეტით იუმედოთა ქალაქს მაგონებს :/ უიმედოთა ქალაქი ჯერ წაკითხული არ მაქვს და ვერ გეტყვით ვერაფერს

10. the exorcist

ცნობილი მსაიობის ოჯახში უბედურება მოვა – მისი არასრულწლოვანი ქალიშვილი არაადეკვატურად დაიწყწებს მოქცევას. დედა ვარაუდობს, რომ ეს მისი პირადი ტრაგედიის გამო ხდება, ექიმები პსიქიკურ დაავადებას ეჭვობენ და დიაგნოზს ვერ უსვამენ. სპეციალურად მოწვეული მღვდელი კი ფიქრობს, რომ გოგონა ეშმაკითაა შებყრობილი. თუმცა, თანამედროვე ატეისტურ სამყაროში უკვე არავის ჯერა ის, რომ ადამიანში ბოროტი სული შეიძება ჩასახლდეს, თვით ეკლესიასაც… ასე თუ ისე, აზიიდან ვატიკანი გამოიძახებს ბოლო ცოცხლად დარჩენილ ეკზორსისტს, მერინს, რომელიც ვერ ხვდება, რომ სიკვდილთან შესახვედრად ჩამოდის.

პ.ს აი ფილმი რომელმაც შემაშინა. ვერ ვიტყვი კონკრეტულად მასში ასეთი საშიში რა იყო, მაგრამ უბრალოდ ეგზორციზმე ფილმებს ვერ ვუყურებ… ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი ნამდვილ ამბავზეა დაფუძვნებული 🙂

პ.პ.ს ისე თუ დავაყენე საშველი და თუ მოვრჩი ფრანკენშტეინს, მაშინ შემდეგ პოსტს მაგაზე შემოგთავაზებთ 🙂

პირქუში კვირა


1932 წელს, მეგობარ გოგონასთან განშორების შემდეგ, უნგრელმა რესო სერეზმა სიმღერა “პირქუში კვირა” დაწერა. ერთმა მუსიკალურმა კომპანიამ სიმღერა შეიძინა და რამდენიმე რადიომ ააჟღერა კიდეც. აქედან კი უბედურებები დაიწყო. ბერლინში ახალგაზრდა კაცმა რადიოში “პირქუში კვირა” შეუკვეთა. მოუსმინა და თავი მოიკლა. რომში ერთი ბიჭი ხიდიდან გადახტა. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ ჩამომხრჩვალი გოგონა იპოვა, რომელსაც პიანინოზე ამ სიმღერის ნოტები ედო. ნიუ-იორკში სიმღერის დასრულების შემდეგ ბიჭი ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ნამუშევრის რადიოთი გაჟღერება აკრალეს. სერეზმა მეგობარ გოგონასთან შერიგება გადაწყვიტა, მაგრამ შეყვარებული გარდაცვლილი იპოვა, გოგონას ხელში “პირქუში კვირის” ნოტები ეჭირა.

პ.ს bay the way მართლა ვერ ვხვდები რა არის ამ სიღერაში ასეთი სუიციდური. პირადად მე, ერთი ვერსია იმდენად მომეწონა, რომ ტელეფონში მაქვს ჩაწერილი და გზაზე გადასვლის დროს ვუსმენ ხოლმე 🙂