catching fire


გული მაქვს ცუდად, მაგრამ ამ პოსტს მაინც ვწერ, რადგან ამ დღის შეუმჩნევლად დატოვება არ შეიძლება! ასე, რომ რაც არ უნდა ცუდად ვიყო, მაინც მოვალედ ვთვლი რომ მიღებული შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.

დღეს ვიყავი catching fire-ზე. ამ ფილმს როგორც ყველა ჭეშმარიტი ტრიბუტი, 1 წელი ველოდი. ამიტომ მოლოდინი მქონდა, რომ რაღაც ზე საოცრებას ვანხავდი, რაც ნაღდად არ მოხდა.  იმედგაცრუებული დავრჩი ერთის მხრივ, რადგან საშინლად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები და დაუკმაყოფილებლობის შეგრძენება დამიტოვა. არენამდე ფილმმა ისე სწრაფად ჩაიარა, რომ საერთოდ აზრზეც ვერ მოვედი. არენის კადრები კი ნამდვიალდ მომეწონა, კარგად იყო გაკეთებული. ჯენიფერ ლოურენსი კი ჭეშმარიტად უნიჭიერესი მსახიობია.

ეს ფილმი მაძლევს იმის საშუალებას რომ წიგნს შევადარო. წიგნი მართლაც რომ გენიალური რამაა… ძალიან ემოციურადაა დაწერილი და ძალიან დაძაბულია. ფილმი, წიგნთან შედარებით არაფერი არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც გამიჭირდება იმისი თქმა რომ ის ნაგავია. რასაც ვერ ვიტყვი პირველ ნაწილთან დაკავშირებით, რადგან ფილმი იმდენად საზიზღრობაა წიგნთან შედარებით, რომ მიკვირს ეს საშინელება როგორ შეიძლება რომ მოგწონდეს. მეორე ნაწილში, ძალიან კარგად და დეტალურადაა გადმოცემული, მთლიანი ამბავი, მაგრამ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, რაც სრულიად განსხვავდებოდა წიგნისგან. ფილმი მთლიანად წიგნის მიხედვითაა გადაღებული, მაგრამ არის ოთხი რამ ამოღებული.

1. დარიუსი.

2. ბონი და ტვილი.

3. პიტამ იცის ცურვა.

4. მეორე კვარტული ჯახის ვიდეო.

სხვა 90% დასაწყის დასასრულიანად წიგნის მიხედვით იყო გადაღებული, მაგრამ რაღაც უმნიშვნელო განსხვავებები მაინც დავიჭირე. დანარჩენი ყველაფერი წიგნის მიხედვითაა გადაღებული, დასაწყის დასასრულიანად ❤ ძალიან გამიხარდა, რომ ფილმი გეილის ფრაზით დასრულდა, ოღონდ რა ფრაზით მაგას არ დავწერ. რაიონების მრისხანება, ხომ ძალიან მაგრად იყო გამოხატული… მსახიობები მართლაც რომ იდეალურად თამაშობენ… ისე კარგად იყო გამოხატული კაპიტოლიუმის მარწუხებმოქცეული ქეთნისის ვითომ სიხარული რომ გავაფრინე. ჯენიფერი მართლაც ძალიან ნიჭიერი მსახიობია.

ფილმში პიტა არ მომეწონა. ჯეისივით არ იყოს, წიგნში პიტა ძალიან საყვარელი ვინმეა. ფილმში არ არის იმდენად საყვარელი… ხანდახან ცივიცაა ასევე. დანარჩენი, ყველაფერი მომეწონა, თუმცა ქეთნისის კაჭკაჭჯაფარად გადაქცევის სცენას არ აჩვენებ, რაზეც ძალიან გული დამწყდა.

ასევე, ფილმში არ არის გამოტოვებული ყველაზე სახალისო მომენტები. მაგალითად ფინიკი შაქრის კუბით, ჩაფი, რომელიც ქეთნისს ტუჩებში კოცნის და ჯოანა, რომელიც ქეთნისის და პიტას წინ სრულიად შიშვლდება. იყო ასევე ბევრი სახალისო დეტალები, რომლის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ვიტყვი რომ ჰეიმიჩი ყველაზე მაგარი ვინმეა მთელ ფილმში!

დასასრული ერთ რამედ ღირს! არენის კადრები ძალიან შთამბეჭდავია. 15+ რატომ დააწერეს ამ ფილმს ვერ ვხვდები, რადგან ეხლა ჩემი 9 წლის დეიდაშვილები უყურებენ საშინელებათა ფილმებს. არანაირი მძიმე და მითუმეტეს სექსუალური კადრები მანდ არ არის გამოყენებული!

საბოლოო ჯამში. ნუ ელით რომ რაღაც საოცრებას ნახავთ, მაგრამ ფილმი არის კარგი! საოცრება არაა, მაგრამ კარგია! არის თავიდან ბოლომდე წიგნის მიხედვით გადაღებული. შესანიშნავი გრაფიკაა და იდეალური მსახიობები. მისი ნახვა ნამდვილად ღირს.

the unborn child


ფილმი? არა ეს არ არის ფილმი! ეს არის შოკი!

ფილმი არის ძალიან მძიმე! ასეთი ემოცია ჩემთვის არაფერს არ დაუტოვებია! რამდენიმე მომენტზე ცრემლებს ვერ ვიკავებდი! აბორტის თემას ძალიან მტკივნეულად განვიცდი აი გულთად მიმაქვს ხოლმე! ამ ფილმმა საერთოდ გამანადგურა! 

ისინი მკვლელები არიან! ყველა ვინც აბორტს იკეთებს მკვლელია! არ შემიძლია ამ ადამიანებს შემწყნარებულად ვუყურო და მათ საქციელს გავუგო! უბრალოდ ცუდად ვიყავი. როგორ უნდა გაიმეტოს დედამ შვილი მოსაკლავად?! (მამაზე არაფერს არ ვამბობ. მამამ რომ შვილი გაიმეტოს მოსაკლავად, მაგი კიდე წარმომიდგენია, მაგრამ დედამ?!) მკვლელობას არაფერი არ ამართლებს! სრულიად უსუსური არგუმენტია ის, რომ უკანონოდ შვილის გაჩენა საზოგადოებიდან გაგრიყავს ან ღარიბი ხარ და შვილის რჩენა არ შეგიძლია! მკვლელობას არავითარი გამართლება არ აქვს! 1 თვის კი არა თუნდაც 1 კვირის ნაყოფიც უკვე, ადამიანია! მშობლების შეცდომების გამო პასუხი ბავშვმა რატომ უნდა აგოს?! მითუმეტეს, ჯერ კიდევ დაუბადებელმა არსებამ! ეს უსამართლობაა! 

ფილმი არ არის საშიში! ის მძიმეა! ძალიან მძიმე! ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებს, რომ ვინც აბორტი გაიკეთა, ისინი ამას არც კი განიცდიან! ვითომ, სრულიად ჩვეულებრივი რაღაც მოხდა! მთელი ფილმის განმავლობაში, უბრალოდ პირდაღებული ვიყავი… სიბრაზით და ტკივილით მქონდა გული ავსებული. ყველაზე მეტად ის აზრი მაშმაგებდა, რომ ყოველ წამს მილიონობით ქალი იკეთებს აბორტს და ეს რატომ?! იმიტომ, რომ საზოგადოებამ არ გარიყოს?! ნუთუ ვიღაც უცხო ადამიანები, საკუთარ თავზე და საკუთარ შვილზე წინ უნდა დააყენო?! თუ ორსულდები გააჩინე ბარემ ბავშვი რა ასეთი რთულია?! არ ვიცი… აბორტს ძალიან განვიცდი! და არც თუ ისე უმიზეზოდ.

აი ფილმი მართლაც რომ აზრიანია და ძალიან მძიმე! ეს ზებუნებრივი რაღაცეები ცოტა არასერიოზული მეჩვენა, მაგრამ არ ვთვლი, რომ ღირს ყურადღების გამახვილებად. საოცარია, თვითონ იმ ქალის გულგრილობა რომელიც აბორტებს აკეთებს! სინანულის ნიშანწყალიც კი არ ემჩნევა და სრულიად გააზრეუბლად და მშვიდად სჩადის დანაშაულს! ესეთი ადამიანები მოსაკლავები არიან! ნეტა ვიყო დარმწუნებული, რომ ყველას საკადრისად მიეზღვება, მაგრამ უფრო იმაზე ვარ შეწუხებული, რომ ესეთი ნაგვები დაუსჯელები რჩებიან! ერთი წამითაც კი არ შემცოდებიან ის გოგო-ბიჭი! პირიქით! მეტის ღირსები იყვნენ! ის რაც დაემართათ კიდე ცოტა იყო. უბრალოდ ყველას გირჩევთ, რომ ეს ფილმი ნახოთ!

ლინკი

ფრანკენშტეინი


676d0d422111

უცნაური რაღაც მჭირს. ხან თვეობით არ ვდებ ხოლმე პოსტებს, ხან არადა პირიქით. მაგალითად ჩემი ბოლო პოსტის დადებიდან 3 დღეა გასული. ალბათ ამ პერიოდსი რაღაცნაირი მუზა მაქვს მოსული არ ვიცი…

მოკლედ, პირველ რიგში მინდა მოგიყვეთ როგორ გავიგე ფრანკენშტეინის არსებობის შესახებ. რამდენჯერმე ავღნიშნე, რომ საშინელებათა ფილმების ყურება დავიწყე მაშინ როცა 12 წლის ვიყავი, მაგრამ ფრანკენშტეინის არსებობა წარმოიდგინეთ გავიგე ტომი და ჯერიდან! სრულიად უწყინარი საბავშვო მულტფილმიდან! არაა ეგ სასაცილო?!

მონსტრმა ჩემი ყურადღება რა თქმა უნდა მაშინვე მიიქცია და სახელი ფრანკენშტეინიც მაქედან დავიმახსოვრე (შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მაქამდე ფრანკენშტეინის არსებობის შესახებ არაფერი არ ვიცოდი). ამის შემდეგ გავიდა წლები და ჩემი სიყვარული საშინელებათა ჟანრის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ამიტომ, მარტო ფილმების ყურებას აღარ ვჯერდები და შესაბამისი ჟანრის ლიტერატურასაც ვკითხულობ.

მოკლედ, 1-2 თვის წინ ჩემმა მეგობარმა ქინდლში ჩამიწერა ფრანკენშტეინი ინგლისურად, ოღონდ ეხლა იმდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი, რომ მისი გაგება შემძლებოდა. ამიტომ როცა სახლში მივედი, მართალია სრულიად უიმედოდ, მაგრამ მაინც მაშინვე ინტერნეტი გავხსენი და ძიებაში ფრანკენშტეინი ჩავწერე. პირველივე ამომიგდო ის თუ როგორ დაიწერა ფრანკენშტეინი, მეორე ვინ არის ავტორი და მესამე სია გოთიკური პროზისა. სიას დავაკლიკე და ლამის ლეპტოპი ხელიდან გამივარდა! რას წარმოვიდგენდი ოდესმე თუ ფრანკენშტეინი ქართულად იქნებოდა ნათარგმნი?! მაშინვე გავიკითხე სად იყიდებო და რა ფასში… და ორი კვირის შემდეგ ( მაგ დღეს ბერას კონცერტი იყო -_- ) გავემართე ბუქსითიში წიგნის საყიდლად.

წიგნს რაც შეეხება. პირველ რიგში, არანაირად არ გამკვირვებია, რომ წიგნის ავტორი ქალია. დამიჯერეთ, ქალებს უფრო შავბნელი ფანტაზიები აქვთ ვიდრე კაცებს. თან, ეტყობა მერი შელი იმდენად იყო აღფრთოვანებული ტბის სილამაზით (მერის რომანის იდეა მაშინ მოუვიდა როცა ქმართან ერთად ტბის პირას იყო დასასვენებლად წასული) მოხიბლული, რომ ბუნების აღწერები მაინც ჩააკვეხა! წარმოდგინეთ, ღამის პირველ საათზე კითხულობ წიგნს იმის გამო, რომ იქნებ შეგეშინდეს და ღამე ვერ დაგეძინოს, მაგრამ არა! კითხულობ იმას, თუ როგორი ლამაზია ჩამავალ მზის შუქზე ყანები და რა ლამაზია დათოვლილი მთები!

თუმცა წიგნი მაინც კარგია. მართალია, დასაწყისში წერილები უინტერესოა, მაგრმა საბედნიეროდ უინტერესო ნაწილი 50 გვერდი გრძელდება მეტი არა. მომწონს მერი შელის თხრობის სტილი. მაინცდამაინც თავს არ გაბეზრებს. ასევე, ძალიან მომწონს, რომ წიგნი გულდაწყვეტილს გტოვებს და ბედნიერი დასასრულის იმედიც კი არ შეიძლება რომ იქონიო! თვითონ ურჩხულის ტიპაჟი მომწონს. ყოველთვის მქონდა აზრი, რომ რაღაც დანაშაულს ყოველთვის ორი მხარე ჰქონდა და ამ წიგნმა ეგ აზრი უფრო მეტად გამიმტკიცა! ვიცი ბრალია, რომ ურჩხულმა ამდენი ადამიანი მოკლა?! რა თქმა უნდა თვითონ ფრანკენშტეინის და საზოგადოების! საზოგადოებამ გააბოროტა ის და გარიყა, მხოლოდ იმიტომ რომ მახინჯი იყო. სწორედ საკუთარმა შემქმნელმა აქცია ის საშინელ მკვლელად… ასე, რომ მე მას არ შემიძლია ურჩხული რომ ვუწოდო. მე მომწონს ის. მკვლელობა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც შურისძიება და დასჯა უსულგულო კაცობრიობაზე, ხოლო მიუხედავად ამისა ის მაინც სინდისის ქეჯნით იტანჯება!

მომწონს ასევე მერი შელის ოსტატობა რომ ნერვები დაგაგლიჯოს! როცა, ამბავს ვიქტორ ფრანკენშტეინი ყვება შენ საშინელი სიბრაზით ივსები… ხოლო როცა თვითონ ურჩხული საშინელი სიბრალურით. ასე, რომ ვერ ხვდები ბოლოს სასწორი რომელ მხარეს უნდა გადასწიო. ვის უნდა დაუჭირო მხარი. ურჩხულს თუ ფრანკენშტეინს?! წიგნში სწორედ რომ ეს მომწონს.

მაგრამ რაც შეეხება ფილმს. სპეციალურად ვნახე ძველი კლასიკური შავ-თეთრი ვერსია და იმედგაცრუებული კი არა… არ ვიცი გაგიჟებული დავრჩი! ჯერ ეს ერთი ეს ჰეფი ენდი რაღა იყო?! ჭირი იქა ლხინი აქა! ასე მთავრდება ფილმი. მეორე… როგორ შეიძლებოდა იმ საცოდავი ურჩხულის ასე საშინლად მოკვლა?! ვუყურებდი როგორი წვოდა ცეცხლში და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ ავტირებულიყავი. სერიოზულად ცუდ ხასიათზე დავდექი! მესამე. დღეს საერთოდ, ხერხის და გროტეკსის მერე, ფრანკენშტეინს ვერ მიაკუთვნებ ისეთი ფილმის კატეგორიას რომელიც შეგაშინებს, ასე რომ მე მაინც მგონია რომ ფილმის ყურებას აზრი არ აქვს, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ 1994 წელს გადაღებული ვერსია ნახოთ.

ასევე, როცა ძველ ფილმებს ვეძებდი, ჩავთვალე რომ შეუძლებელი იყო რომ დღეს მაგისი რიმეიქები არ გადაეღოთ. 2014 წელს გამოდის მაგისი კიდევ ერთი ვერსია და ტრეილერი რომ ვნახე 1 საათი ვიგინებოდი! -_-

-_- wtf? -_- მოკლედ, ფილმზე საბოლოოდ გული მაქვს აცრუებული :/ წავალ ისევ ტომი ჯერის სერიებს ვუყურებ :/ ფილმს მაინც აჯობებს :/

პ.ს ისე ფრანკენშტეინი თავიდან რაღაცით დრაკულად მაგონებდა, მარა არაა! ამ ორს ერთადერთი საერთო რამ რაც აქვთ, ეს არის ჟანრი!