იმედია სიტყვა სერიალმა თქვენში რომელიღაცა ბრაზილიური ან თურქული ნაგავის ასოციაცია არ აღძრა. არა?! ძალიან კარგი!
მოკლედ, არ მინდა, რომ კონკრეტულად მარტო საშინელებათა ჟანრის სერიალებზე გამომივიდეს ეს პოსტი. მითუმეტეს მე საერთოდ არ ვუყურებ სერიალებს… american horror story და pretty little liars გარდა.
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ… უბრალოდ imdb-ის ლისთებიბია… და რამდენიმე კიდე ჩემით დავამატე, ასე რომ hope you like it!
1. park avenue, 666

ახალგაზრდა ცოლქმარი დასავლეთიდან გადადიან საცხოვრებლად ნიუ-იორკში. პრესტიჟულ რაიონში და პრესტიჟულ კომპანიაში მუშაობის მოკიდებით ისინი გადაწყვიტეს აისრულონ “ამერიკული ოცნება”. მაგრამ ამ ოცნების გზაზე დგას ერთი პრობლემა: იმ შენობაში სადაც ისინი მუშაობენ, ყველა შეკრულია სატანასთან…
ჟანრი: დრამა, საშინელებათა, სერიალი
IMDB-7.2
პირადად მე დიდად არ მიმიზიდა და თან imdb-ის ქულები, მართლა არ არის სანდო!
2. game of thrones

განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავს დახმარებისთვის ბავშვობის მეგობარ ედარდ სტარკს მიმართოს. ამასობაში, შორეული ჩრდილოეთის ლეგენდებიდან ბოროტება იღვიძებს და მხოლოდ აღმართული კედელიღა იცავს მისგან ცოცხლებს… ჯორჯ მარტინის რომანების სერიის “ყინულისა და ცეცხლის გალობის” ეკრანიზაცია
ჟანრი : დრამა, სათავგადასავლო, ფენტეზი
imdb : 9.4
პირადად მე, სერიალს დიდად არ ვუყურებ, უფრო წიგნებს ვკითხულობ. დამიჯერეთ ეგრე ჯობია, რადგან სანამ ყველა სეზონი გამოვა, მაქამდე დავბერდებით კიდეც!
3. vampire diaries

ელენა – “ოქროს” გოგონაა, ის მიჩვეულია, რომ ბიჭები მის წინაშე მუხლებზე დგებიან. სტეფანი – შავთმიანი, სიმპათიური ბიჭია, რომელიც არასოდეს უყურებს მზეს და თვალებს სათვალეებში მალავს. ის ერთადერთია ვიზეც ელენას შარმი არ მოქმედებს. დეიმონი მისი სექსუალური და სასტიკი ძმაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა სტეფანის შურისძიებას. ახლა მას ელენა უნდა და ყველაფერზე წავა, რათა მისი სხეული და სული მიიღოს… სერიალის პირველი სეზონი
ჟანრი : დრამა, საშინელება, მელოდრამა, სერიალი
IMDB : 8.1
მართლა ვერ ვხვდები ამ სერიალზე რატო გიჟდებიან. 5 სეზონი, რატომ უნდა იდგე და ელოდო, ვიღაც გოგო, რომელ ვამპირს აირჩევს მართლა ვერ ვხვდები!
4. the walking dead

საშინელი ავადმყოფობის შემდეგ, რომელმაც დედამიწის მოსახლეობა ზომბებად აქცია, ცოცხლად გადარჩენილი ხალხის პატარა ჯგუფი დღიდან დღემდე იბრძვის გადასარჩენად მათთვის უკვე მტრულად განწყობილ სამყაროში. ყოფილი პოლიციელი რიკის ხელმძღვანელობით ისინი ცხოვრებისთვის უსაფრთხო ადგილს ეძებენ, მაგრამ ზომბები ყველაზე საშინელი არაა რაც ელით, ძირითადი საფრთხე – გადარჩენილთა შორის შინაგანი სასტიკი გაჯიბრებაა.
ჟანრი : საშინელება
IMDB 8.7
ამის დაწყება მინდოდა, მარა მეზარება XD
5. dexter

დექსტერი ვარ. დექსტერ მორგანი. ვმუშაობ მაიამის პოლიციაში სასამართლო მედექსპერტად. არ მესმის სიყვარული, გულგრილი ვარ სექსის მიმართ და არ მაქვს გრძნობა… და კიდევ სერიული მკვლელი ვარ. მამა პოლიციელი მყავდა, რომელმაც მშვენივრად მასწავლა სამხილების დამალვა. ჩვეულებრივ მოქალაქეებს ნუ შეეშინდებათ, მე მხოლოდ დამნაშავეებს ვხოცავ, რომლებსაც პოლიცია გვერდს უვლის. მე მათ ვკლავ, ვანაწევრებ და თავიდან ვიშორებ. მკვლელობა ჩემთვის ერთგვარი შემოქმედებითი აქტია, ხელოვნება… მაგრამ ერთხელაც მაიამიში ჩემი თანასწორი უცნობი ჩნდება, რომელიც მაინტრიგებს. ის ჩემზე მეტად არის დახელოვნებული ამ საქმეში… მაინც ვინ არის ეს იდუმალი უცნობი..
IMDB 9.1
მაგარი სერიალია. ძაან მომწონს
6. house of cards

შეუბრალებელი კონგრესმენი, ფრენსის ანდერვუდი, და მისი ამბიციური ცოლი კლერი არ გაჩერდებიან სანამ ყველაფერს არ დაიპყრობენ. სერიალი არის სასტიკი პოლიტიკური დრამა, გაჟღლენთილი სიხარბით, სექსით, სიყვარულით და გაუმაძღარი კორუპციით…
ჟანრი : დრამა
IMDB : 8,9
7. american horror story

ფსიქოლოგიური თრილერი, რომლის სიუჟეტის ცენტრშია თერაპევტი ბენ ჰარმონი და მისი ცოლი ვივიენი. ისინი ბავშვებთან ერთად, სან-ფრანცისკოში მდებარე ახალ სახლში გადადიან საცხოვრებლად. ბენის საშინელი შეცდომის შემდეგ, მათ ახალი ცხოვრების დაწყების იმედი აქვთ… მაგრამ მათი ახალი და სინამდვილეში ძალიან ძველი სახლი არც ისეთი უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს..
ჟანრი : დრამა, ტრილერი, ფანტასტიკა, საშინელება, ფენტეზი, დეტექტივი
IMDB : 8.3
მოკლედ, პირველი სეზონი არის ძაან მაგარია! მეორე არის ნაგავი! მესამეს არა უშავს რა.
8. the mentalist

ცნობილი ფსიქიატრი ხდება კალიფორნიის საგამოძიებო ბიუროს კონსულტანტი, რათა დაეხმაროს დანაშაულის მოგვარებაში და აპოვნინოს “წითელი ჯონ,” გიჟია რომელმაც მოკლა თავისი მეუღლე და ქალიშვილი.
ჟანრი : კრიმინალი, დრამა, დეტექტივი
IMDB : 8
9. Sherlock

მოვლენები ჩვენ დროში ხდება. მან ავღანეთი გამოიარა, რის შემდეგაც ინვალიდი დარჩა. მშობლიურ მხარეში დაბრუნებული იდუმალებით მოცულ გენიალურ ადამიანს ხვდება. ეს უკანასკნელი თანამობინადრეს ეძებს. ლონდონი, 2010 წელი. რამოდენიმე ამოუხსნელი მკვლელობა ხდება. სკოტლანდ-იარდს ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. არის მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც პრობლემის გადაწყვეტა და რთულ კითხვებზე პასუხის მოძებნა შეუძლია…
ჟანრი : კრიმინალი, დრამა, ტრილერი, დეტექტივი
IMDB 9.2
აი სერიალი, რომელზეც უბრალოდ ვაბოდებ! ყველამ უნდა ნახოს! ძაან მიყვარს! ვგიჟდები და მოუთმენლად ველოდები მესამე სეზონს! იმედია დროზე გამოვა.
10. lie to me

დოქტორი ლაიტმანი თვლის, რომ ყველა ცრუობს. ამის დასამტკიცებლად, მისთვის საკმარისია ადამიანთან რამოდენიმე წუთი ურთიერთობა. ნებისმიერი მოძრაობა, ჟესტი, დაუფიქრებელი სიტყვა, შეიძლება გახდეს თქვენი სიცრუის მაჩვენებელი. საჭიროა მხოლოდ იციდე თუ როგორ დაინახო ეს. საშუალო სტატისტიკური ადამიანი 10 წუთი საუბრის განმავლობაში 3-ჯერ იტყუება. დოქტორ ლაიტმანის და მისი კოლეგების მიზანია ამოიცნონ ეს ტყუილი…
ჟანრი : დრამა
IMDB : 7.8
ამ სერიალზე ერთი პერიოდი ვაბოდებდი, ეხლა იშვიათად ვუყურებ.
11. the oz

“O.Z” – ესე ეძახიან სახელმწიფო ციხეს სადაც განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეები იხდიან სასჯელს , “O.Z”-ში ვინ არ იხდის სასჯელს , მკვლელები , აფერისტები , მოძალადეები , და მათ შორის ასევე , შეშლილები და გონებაჩამორჩენილები როგორიც არის მაგალითად : “გროუზი” რომელმაც სახლში მშობლები დახოცა , დაჭრა ნაწილებად და მიირთვა , ასევე ციხეში არიან ჰომოსექსუალები და ნარკომანები , რომლებიც ნარკოტიკების გამო წამსვლელები არიან ყველაფერზე .
ჟანრი : დრამა, ტრილერი
IMDB 9
საინტერესო ჩანს. სიამოვნებით ვუყურებ.
12. pretty little liars

სერიალი ოთხ გოგონაზე მოგვითხრობს, რომლებიც მათი საუკეთესო მეგობრის, ელისონის გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ კვლავ იკრიბებიან. შეხვედრის ადგილას მათ ხვდებათ შტყობინება ანონიმით „ა“, რომელმაც ყველა მათი საიდუმლო იცის
ჟანრი : დრამა, ტრილერი, დეტექტივი
IMDB : 7.9
ამ სერიალს ვუყურებ იმიტომ, რომ წიგნები მაქვს რამდენიმე წაკითხული და ის კაი რამეა.
13. Nikita

ნიკიტა პრობლემური მოზარდი იყო და ერთხელაც ის სიკვდილისგან ამერიკის საიდუმლო ორგანიზაციამ იხსნა. მათ ნიკიტას სიკვდილით დასჯის ინსცენირება მოაწყვეს და დაარწმუნეს, რომ ცხოვრების დაწყების ახალი შანსი ჰქონდა… მაგრამ არ უთხრეს, რომ ჯაშუშად და მკვლელად წვრთნიდნენ. საბოლოოდ ნიკიტას უღალატეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც ენდობოდა… სამი წლის შემდეგ ნიკიტა ცდილობს ფარდა ახადოს საიდუმლო ორგანიზაციის საქმიანობას… მაგრამ ქვედანაყოფში ახალ მკვლელებს ზრდიან. ერთ-ერთი ასეთი არის ალექსი, რომელიც თანდათან ხვდება, თუ რა ელოდება მომავალში და რატომ გაიქცა ლეგენდარული ნიკიტა..
ჟანრი : დრამა, ბოევიკი, ტრილერი
IMDB : 7.6
14. supernatural

ისტორია იწყება 1983 წელს , როცა უცნაურ და საშინელ ვითარებაში საკუთარ სახლში დაიწვება მერი ვინჩესტერი … მისი ქმარი იძულებულია მარტომ გაზარდოს ორი შვილი – დინი და სემი … მერის გარდაცვალება იმდენად უცნაური იყო , რომ ჯონმა გადაწყვიტა თვითონ გამოეძიებინა და დარწმუნდა რომ მისი ცოლი დემონმა მოკლა … ამ დემონის მოკვლა მისი ცხოვრების მიზანი გახდა … ხოლო სემი და დინი ეძებენ მამას და კითხვებზე პასუხებს , რომელებიც დედის სიკვდილის შემდეგ დაუგროვდათ … გზადაგზა ისინი ოჯახურ საქმეს არ ღალატობენ და ბოროტებას ებრძვიან … როგორ დამთავრდება ძმების დემონებთან ჭიდილი, ამას ყველაფერს სერიალში გაარკვევთ !!
ჟანრი : ტრილერი, საშინელება, ფენტეზი.
IMDB 8.6
ამ სერიალს არ ვუყურებ, მაგრამ ჯენსენ ეკლსი ძაან მევასება და ვფიქრობ იქნებ დავიწყო-თქო.
15. the big bang theory

ლეონარდი და შელდონი ბრწყინვალე ფიზიკოსები არიან. თუმცა, გენიალური ნიჭი მათ ადამიანებთან ურთიერთობაში ვერ ეხმარება, განსაკუთრებით კი ქალებთან აქვთ პრობლემა. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მათ მოპირდაპირე მხარეს ლამაზმანი პენი სახლდება. როდესაც ლეონარდი და შელდონი გოგონას ხვდებიან, ლეონარდი მაშინვე ინტერესდება პენით და მასთან ურთიერთობის დიდ პერსპექტივას ხედავს. შელდონი კი ფიქრობს, რომ მისი მეგობრის ოცნებას ახდენა არ უწერია.
ჟანრი : კომედია
IMDB : 8.6
მდა… ბევრი სერიალი რომ გამოვტოვე ეგ ისედაც ვიცი, მარა მე არ ვუყურებ სერიალებს. სხვა ახალი ამბავი ჩემს ცხოვრებაში კი ისაა, რომ შეყვარებული მყავს ^_^ მარა მაგისთვის ცალკე პოსტის მიძღვნას ნაღდად არ ვაპირებ :d