it


Clown from Stephen King's It Movie

მდა… სტივენ კინგი საშინელებათა ჟანრის უგვირგვინო მეფეა. მთავარია გავიგო, რომ ფილმი სტივენ კინგის ნოველის მიხედვითაა გადაღებული და მისი ყურების სურვილი მაშინვე მიჩნდება… და შემდეგ კოშმარები გარანტირებული მაქვს ხოლმე.

it. ჩემი აზრით ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია (წიგნი არ წამიკითხავს). საშინელებათა ჟანრის კლასიკა.

ეს ფილმი იმან უნდა ნახოს, ვისაც უნდა, რომ შეეშინდეს. და არა, ვისაც უნდა, რომ უაზრო სისხლიან მომენტებს უყუროს. მე თუ მკითხავთ, ამ ფილმში არავითარი სისხლიანი მომენტები არ არის. მაინც სტივენ კინგის სტილი, უფრო საშიში სიუჟეტები მიმაჩნია, ვიდრე სისხლიანი და გულისამრევი. აღარ ვიცი, სტივენ კინგის გენიალურობას კიდევ რითი უნდა გავუსვა ხაზი. ძალიან მიყვარს ეს მწერალი, რადგან გვაშინებს, მაგრამ გულს არ გვირევს.

თანამედროვე საშინელებათა ფილმებისგან განსხვავებით!

მოკლედ, ზემოთხსენებულ ფილმს რასაც ქვია 1 წელი ვეძებდი! ჩემი ბატობის გამო, ვერ მივხვდი რა სიტყვით უნდა მეძებნა და ვიყავი ესე 1 წელი გაღიმებული. მერე… სულ შემთხვევით გადავაწყდი და…  მოდი გულახდილად ვთქვათ. თავიდან, როცა ფილმის ხანგძლივობას შევხედე, ლამის გული გამისკდა. მერე წიგნის სისქე გამახსენდა (700 გვერდიანია) და გავიფიქრე, წიგნს მაინც იქნება რამენაირად მიმსგავსებული-თქო, მაგრამ… მაინც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. 3 საათიანი ფილმი! წარმოიდგინეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მილიონჯერ მოვიწყენდი, მაგრამ…

არა ვერ ვიტყვი, რომ არ მოვიწყინე, რადგან ეს ბავშვები და მათი მშობლები ძალიან არ მაინტერესებდნენ, მაგრამ… იმ რაღაცის გამოჩენ ასე რომ ვთქვათ მაშინვე მაფხიზლდება. მაგ ფილმის გამო, სერიოზული კოშმარი ავიკიდე. ღამე მესიზმრებოდა, როგორ მეცხადებოდა, რაღაც ნივთებიდან, ღამე სიბნელეში… მაგის გახსენებაზე ეხლაც მაკანკალებს 😀 

რაღაც მოკლე პოსტი გამომივიდა, მაგრამ ბევრი ბოდიალის ხასიათზე არ ვარ. უბრალოდ ყველას გირჩევთ, რომ ეს ფილმი ნახოთ. არ არის საზიზღრობა. არის უბრალოდ საშიში.

Advertisements