boogeyman


ბუგიმენი/Boogeyman /Бугимэн: Царство ночных кошмаро

გაშინებდნენ თუ არა პატარაობაში ბუათი ან გუდიანი კაცით?! 

მე კი და თან საკმაოდ ხშირადაც. ბუგიმენიც სწორედ ამაზეა. ბავშვობაში გგონებიათ, რომ კარადაში ურჩხულები იმალებიან?! ან საწოლის ქვეშ ვიღაც არის?! ჰოდა კარადაში ვიღაც მოჩვენებითი მონსტრი კი არა, ბუგიმენი იმალება.

ბუგიმენი – მითიური, მისტიკური არსებაა. ყველა ერის თხზულებებში არსებობს ასეთი მონსტრი, რომელიც ბავშვების კოშმარებში ცხოვრობს. ტიმი უკვე ოცი წლისაა, მაგრამ ბუგიმენი დღემდე ცხოვრობს მის მეხსიერებაში, როგორც საშინელი არსება, რომელმაც მისი მამა წაიყვანა თან 16 წლის უკან.რეალურია ბუგიმენი? და თჲ არა, მაშინ როგორ უნდა აიხსნას ტიმის მამის გაუჩინარება? პასუხი დამალულია ყოველ ბნელ კუთხეში, ყველა მიკეყილი კარის მიღმა მის ბავშვობის სახლში – იქ, სადაც ტიმის მოუწევს დაბრუნება და გაცემა, ბოლოს და ბოლოს, კითხვაზე პასუხის – არსებობს თუ არა ბუგიმენი სინამდვილეში?

სხვათაშორის ეს ფილმი მომეწონა. კარგი იდეაა ნამდვილად. ეტყობა ამისი რეჟისორი ბავშვობაში სერიოზულად იყო გატანჯული ამ მოჩვენებითი მონსტრებით. ან შეიძლება არც იყო. ჩვეულებრივი საბავშვო ფილმია, ან არა საბავშვო არა, უფრო ერთხელ საყურებელი. გასართობი. ოღონდ შინაარსით რაღაცა nightmare of elm street-ს მომაგონა თავიდან. ეს განზრახული თუ უნებლიე პლაგიატიზმი, ყველგან შეიმჩნევა.

ჯამში ერთხელ საყურებლად ღირს. არაფერი დიდი ღირებული არ აქვს მართალია, მაგრამ გასართობია და ტვინს დაასვენებ. მართალია დიდად არ შემშინებია, მარა ვერ ვიტყვით რო მთლად ჩაგეძინება. 

ეს პირველ ნაწილზე ვამბობ, დანარჩენი ნაწილები ნანახი არ მაქვს. მესამეს ვნახავ მერე თუ განწყობა მექნა. ამ ფილმის შესახებ, კიდე ჩემმა ერთმა საუკეთესო მეგობარმა მითხრა სინდისზე ისე ამაგდო რო სანამ არ ვნახე, ვერ მოვისვენე! :3

sleepy hollow


sleepy-hollow

მმმ ჯონი დეპის გამოო?! ^_^ არა, უფრო მისტიკური შინაარსის გამო გადავწყვიტე ამ ფილმის ყურება. მითუმეტეს, რეკომენდაცია გამიწიეს, მაგარი ფილმია, ნანახი უნდა გქონდესო. თანაც, ადრე მეგონა, რომ უთავო მხედრიდან მშვენიერ საშინელებათა ფილმი გამოვიდოდა! (ხედავთ?! :3 12 წლისასაც კი, მშვენიერი სასაშინლო (ეს რა სიტყვაა არ ვიცი, მარა დაიკიდეთ) ფანტაზია მქონდა!

შინაარსი საინტერესოა, ყოველი შემთხვევისთვის ფილმის ყურების დროს არ მომიწყენია. არც ბანალური არ არის, როგორიც საშინელებათა ფილმების 90%. პირადად მე ეს ფილმი მომეწონა, ოღონდ ვერ ვიტყვი, რომ მთლად ისეთია, შეგიძლია ჩაუჯდე და მეგობრებთან ერთად უყურო. უბრალოდ… კარგი ფილმია. კლასიკაა თავის ჟანრში. კლასიკური საშინელებათა ფილმები, კიდე თანამედროვე საშინელებათა ფილმებს მილიონჯერ ჯობიან.

ჰო კიდე, ოფიციალურ ჟანრად მითითებულია თრილერი. ჩემი აზრით, უფრო მერყეობს ჰორორსა და თრილერს შორის. თუმცა, მე ორივე ჟანრი მომწონს. ამ ფილმში ჰორორის ელემენტად მაინც შეიძლება ჩავთვალოთ თავმოჭრილი გვამები, რომელბსაც ბუზები ეხვევა. ანუ არ არის, სისხლიანი საშინელებათა ფილმი, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო ანიჭებს უპირატესობას. უბრალოდ კასიკაა და მორჩა. იმას მოეწონება (ან შეიძლება იმათაც არა) ვისაც არ მოსწონს ეს უაზრო სისხლები და ნაწლავების ამოთხრები (human centipede (რო მომკლათ თხოვნით, ლინკს არ დავდებ) )

პ.ს რამდენი ხანია პოსტი არ დამიდია!? :/ მარა რა ვქნა, ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ მომწონს ფილმები. 

paranormal activity


ახალგაზრდა წყვილი ცხოვრობს სახლში, რომელშიც, მათი ვარაუდით, უცნობი ბოროტი ძალა ბინადრობს. პარანორმალური მოვლენის დასაფიქსირებლად, ისინი ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ საკუთარ საძინებელში … და რაც ყველაზე მთავარია ეს ფილმი დაყრდნობილია რეალურ ფაქტებზე… ამ ფილმის პროდიუსერმა კინოში 15,000 აშშ დოლარი ჩადო და მოგება ნახა 97 მილიონი დოლარი , 3 კაცი გარდაიცვალა გულის ინფარქტით. ყველაზე გასაკვირი და უცნაური ისაა, რომ გარდაცვლილს (პირველს) რომელიც პრემიერაზე მოკვდა ყურადღება არავის მიუქცევია. ყველა ისე იყო ჩართული კინოში, მაყურებლიან მომსახურე პერსონალიანად, რომ შეშინებულისთვის და აწ გარდაცვლილისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.სეანსის დამთავრებისას დამლაგებელმა აღმოაჩინა მკვდარი და დიდი ამბავი შეიქმნა. მომხდარის შემდეგ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა კინოფილმი ინტერნეტსივრცეში არ გაუშვეს ამიტომ კინოთეატრები იძულებულები გახდნენ სენსები დაენიშნათ.წინასწარ ხალხი გააფრთხილეს, რომ სუსტი გულისა და ნერვების პატრონები ნუ შევლენ სეანსზე, თუმცა ადამიანის ცნობისმოყვარეობას არ აქვს საზღვარი და ამიტომ ამის შემდეგ ორი კაცი გარდაიცვალა… ბევრი ადამიანისგან მომისმენია ( რა იყო ამ ფილმში საშიში ) მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოდ მეტყველებს . ამ ვიდეოში აღწერილია ადამიანების რეაქცია კინოსეასენსის დროს ”Paranormal Activity” ზე

ნუ ნამდვილად არ ვიცი, რამ შეაშინა მაყურებლები, რადგან პირადად ჩემი აზრით, ამაზე უფრო მოსაწყენი ფილმი არ არსებობს. ღამე როგორ იკეტება კარები, მაგან როგორ უნდა შეგაშინოს?! ასევე, არავითარ ნამდვილ ამბავზე ეს არ არის დაფუძვნებული. უბრალოდ, რეკლამის პონტში გააკეთეს, რომ მერე რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ენახა. ისიც მიკვრის საერთოდ 4 ნაწილი როგორ გადაიღეს და ეხლა კიდე მეხუთე ნაწილს იღებენ. სისულელეა ერთნაირი ყველა. დიდი შეცდომა იყო ამ ფილმის ნახვის, ერთადერთი ნორმალური მომენტი დასასრული იყო. ისიც… ნუ არც მაინცდამაინც, ჩემი აზრით ის კაცი მოწყენილობამ მოკლა და არა შიშმა! სისულელე! და ერთ-ერთი ყველაზე პოპულალური ფილმი რატომ არის ვერ ვხვდები. მოკლედ, რა არავის არ ვურევ ამის ნახვას. ერთ-ერთი ყველაზე ნაგავი ფილმია და საერთოდ თანამედროვე საშინლებეათა ფილმების უმრავლესობა ზუსტად მასეთია.