drag me to hell


უჰ რაღაცა ისეთი პერიოდი მაქვს, რო აი არ ვიცი რა. საშინლად კი არა აი ყველაფერი ყელში რო მაქვს და ვერაფერს რო ვერ ვცვლი აი მასე. Facebook-იც გავაუქმე, რადგან არავის დანახვა აღარ მინდა. ასე მგონია, რომ ცეცხლზე შემოდგმული ქვაბი ვარ, რომელმაც უკვე დუღილი დაიწყო! 

მდა… მოკლედ ჩემი პრობლემები ვის ადარდებს, მივუბრუნდები კი არა დავიწყებ ფილმის განხილვას. 

drag me to hell ვნახე როცა 12 წლის ვიყავი და სულ სამჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი საზიზღრობა, ძალიან დიდი იშვიათობაა. ნუ მთლად გროტეკსის ნაირი არაა, მაგრამ წამების სცენები რო დავუმატოთ, ღირსეულ კონკურენციას კი გაუწევს. ის გამიკვირდა, ამხელა რეიტინგი imdb-ზე როგორ აქნს. ნუ 6.9 ძაან დიდი რეიტინგი არაა, უფრო საშუალოზე გადის, მარააა ასეთი საზიზღრობისთვიიის?! ჩემი აზრით ძაან მაღალი რეიტინგია. რამდენი ავადმყოფ ფსიქიკიანი ხალხი დადის თურმე ამ ქვეყანაზე! -_- ეს ფილმი, მხოლოდ ავადმყოფ ფსიქიკიან ადამიანს თუ მოეწონება.

მოკლედ შინაარსი ასეთია ბანკის თანამშრომელი კრისტინ ბრაუნი უარს ეტყვის კრედიტის გაგრძელებასე უცნაურ მოხუც ქალს, რომელიც სინამდვილეში ძველებური დემონი აღოჩნდება. ალქაჯი გოგონას ძველებურ წყევლით დაწყევლის – კრისტინს აქვს სამი დღე იმისათვის, რომ მოიხსნას ის, სხვა შემთხვევაში მას ჯოჯოხეთში ჩაითრევენ. 

ჰმ… შინაარსიც არ აქვს გადასარევი მარა… ერთი დადებითი პლიუსი ამ ფილმის ისაა, რო იდეალურია მეგობრებთან ერთად ყურებისთვის. მშვენივრად იკაიფებთ, მეგობრების რეაქციებზე საზიზღარ მომენტებზე.

პრინციპში კი მაგარი საზიზღრობაა, მარა ეხლა სინამდვილებით ჩავრთავ ამას თუ არა, მსგავს ფილმს! 😛 მოკლედ არ ვიცი რა… ასე მგონია, რო დეპრესიას სულ რამდენიმე ნაბიჯიღა მაშორებს

Advertisements

goodbye my kindle


Amazon Kindle Paperwhite 2013 (right) vs Paperwhite 2012 (left)

მთელი დღის დაბოღმილი ვარ. საშინელ ხასიათზე ვარ. კიდევ კარგი გავიგე, რო სულაკაური the fault in our stars თარგმნის ქართულად, თორე არ ვიცი, დღეს საერთოდ ბოღმისგან გავსკდებოდი.

მოკლედ ჩემი 1 წლიანი ოცნება ქინდლი დაბადების დღეზე მაჩუქეს და 2014 წლამდე აქტიურად ვიყენებდი. რამდენი მოსაწყენი გაკვეთილი გამიტარებია რაიმე საინტერესო წიგნის კითხვაში ვინ დათვლის. ისიც მიკვირდა ამდენი ხანი ქინდლის გარეშე როგორ ვძლებდი, მოკლედ ჩემი განუყრელი მეგობარივით გახდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი მუდამ თან დამქონდა და ყოველ დღე როგორც მინიმუმ მანდ 1 გვერდს ვკითხულობდი მარა… :((((

ერთხელ კლასში ჩანთაში დავტოვე ქინდლი, უკან რო დავბრუნდი გაფუჭებული დამხვდა. არ ვიცი ვის დაუვარდა, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნახევარი ეკრანი არ აჩვენებდა…. გული გამისკდა! 😥 ლამის ტირილი დავიწყე ისეთი რამ დამემართა! წავიღე pc shop.ge-ში გასაკეთებლად, რადგან გარანტიით მქონდა მიტანილი, მაგრამ… 

აი ეგ საერთოდ ცალკე თემაა! 29 იანვარს მივიტანე გასაკეთებლად! ექსპერტის პასუხი წესით ორ დღეში უნდა ყოფილიყო და თურმე მაგათ ერთი თვე ხელი არც კი გაუნძრევიათ! როგორ შეიძლება მასე?! -_- კაი ჯანდაბას, პასუხი რო მცოდონა, კიდე მოვითმენდი, მარა მაგ გაურკვევლობაში ყოფნამ ნერვოზი ამკიდა! 😦 დღეს რო მივედი, მითხრეს რო ფიზიკური დაზიანებაა და ჩვენი საგარანტიოს პირობებში არ შედისო! 😦

არ ვიცი რა… ძაან ცუდ ხასიათზე ვარ მაინც! დედაჩემმა გამაფრთხილა რომ ვერც გაგიკეთებ და ვერც ახალს გიყიდიო! აი ისე ვარ, თითქოს საყვარელი შინაური ძაღლი მომიკვდა! 😦 ასეთ ცუდ ხასიათზე ბოლოს მაშინ ვიყავი როცა ზაზუნა გამექცა! 😦

მოკლედ, ერთი სიტყვით goodbye my kindle, you will always be in my heart! 😦