goodbye my kindle

Amazon Kindle Paperwhite 2013 (right) vs Paperwhite 2012 (left)

მთელი დღის დაბოღმილი ვარ. საშინელ ხასიათზე ვარ. კიდევ კარგი გავიგე, რო სულაკაური the fault in our stars თარგმნის ქართულად, თორე არ ვიცი, დღეს საერთოდ ბოღმისგან გავსკდებოდი.

მოკლედ ჩემი 1 წლიანი ოცნება ქინდლი დაბადების დღეზე მაჩუქეს და 2014 წლამდე აქტიურად ვიყენებდი. რამდენი მოსაწყენი გაკვეთილი გამიტარებია რაიმე საინტერესო წიგნის კითხვაში ვინ დათვლის. ისიც მიკვირდა ამდენი ხანი ქინდლის გარეშე როგორ ვძლებდი, მოკლედ ჩემი განუყრელი მეგობარივით გახდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი მუდამ თან დამქონდა და ყოველ დღე როგორც მინიმუმ მანდ 1 გვერდს ვკითხულობდი მარა… :((((

ერთხელ კლასში ჩანთაში დავტოვე ქინდლი, უკან რო დავბრუნდი გაფუჭებული დამხვდა. არ ვიცი ვის დაუვარდა, მაგრამ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნახევარი ეკრანი არ აჩვენებდა…. გული გამისკდა! 😥 ლამის ტირილი დავიწყე ისეთი რამ დამემართა! წავიღე pc shop.ge-ში გასაკეთებლად, რადგან გარანტიით მქონდა მიტანილი, მაგრამ… 

აი ეგ საერთოდ ცალკე თემაა! 29 იანვარს მივიტანე გასაკეთებლად! ექსპერტის პასუხი წესით ორ დღეში უნდა ყოფილიყო და თურმე მაგათ ერთი თვე ხელი არც კი გაუნძრევიათ! როგორ შეიძლება მასე?! -_- კაი ჯანდაბას, პასუხი რო მცოდონა, კიდე მოვითმენდი, მარა მაგ გაურკვევლობაში ყოფნამ ნერვოზი ამკიდა! 😦 დღეს რო მივედი, მითხრეს რო ფიზიკური დაზიანებაა და ჩვენი საგარანტიოს პირობებში არ შედისო! 😦

არ ვიცი რა… ძაან ცუდ ხასიათზე ვარ მაინც! დედაჩემმა გამაფრთხილა რომ ვერც გაგიკეთებ და ვერც ახალს გიყიდიო! აი ისე ვარ, თითქოს საყვარელი შინაური ძაღლი მომიკვდა! 😦 ასეთ ცუდ ხასიათზე ბოლოს მაშინ ვიყავი როცა ზაზუნა გამექცა! 😦

მოკლედ, ერთი სიტყვით goodbye my kindle, you will always be in my heart! 😦 

Advertisements

12 thoughts on “goodbye my kindle

  1. ვაიმე,რა საშინელებაა… მართლა გულით მეწყინა…
    ეხლა წარმოვიდგინე ჩემსას რამე რომ მოუვიდეს მართლა გავრეკავ!!
    არაუშავს,ერთ დღეს ისევ გექნება და ისევ ისე გასიამოვნებს,როგორც აქამდე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s