penny dreadful


300x430_1398890182_-_uvorc7gm_o0

ყველაზე მეტად ვერ ვიტან სერიალებს! მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრია! ასე რომ რო მცოდნოდა penny dreadful სერიალია, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი ყურებას!

სიმართლე რომ ვთქვა, ვნანობ რო დავიწყე, რადგან ჯერ მხოლოდ 1 სერია დევს! ჯანდაბა! მიდი და ელოდე ეხლა ყოველ კვირას ახალ-ახალ სერიებს! :/ არადა თვითონ სერიალი უდავოდ კარგია და მოცდა ნამდვილად ღირს! :/

შინაარსი ასეთია

სერიალის მთავარი მოქმედი პირები ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების საშიში პერსონაჟები არიან ისეთები როგორებიც არიან: ექიმი ფრანკენშტეინი და მისი ქმნილება, დორიან გრეი და საკულტო ფიგურები რომანიდან დრაკულა. ისინი ვიქტორიანული ეპოქის ლონდონში სხვა და სხვა საშინელი ამბის მონაწილენი ხდებიან.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან შინაარსის გადამკიდე, წარმოდგენილი მქონდა, ბუხრის წინ მჯდარი ბებია, პატარა ბავშვებით გარშემოტყმული, რომელსაც ხელში ზღაპრების წიგნი უკავია, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. საკმაოდ სერიოზული გოთიკური სტილის სერიალია, პრინციპში ასეთს არც ველოდი. საინტერესო შინაარსი, მშვენიერი საუნთრექი და ასევე არც თუ ისე სპეცეფექტები. უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე ეპიზოდზე მშვენივრად შევხტი.

ყველას რო ვურჩევ ვუყურო, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ახალ-ახალი სერიების ლოდინის თავი აქვს. პირადად მე, მაქვს, რადგან ისეთი სერიალია, რო ნაღდად ღირს და ისე დიდი მოთმინების პატრონი ნაღდად არ ვარ.

ედემის ტბა


მათემატიკის პროექტი რომ არა, ასი წელი ბლოგი არ გამახსენდებოდა 🙂

და თან რთულია წერა, როდესაც არანაირი განწყობა და სურვილი არ გაქვს! პლუს ამას, ბუნებით ზარმაციც ხარ და მოტივაციაც არ გაქვს 🙂 მაგრამ, რაც არის არის! :დ დღეიდან ვცდილობ, რომ აქტიური ბლოგერის სტატუსი აღვიდგინო! პირობას ვდებ, რომ ვეცდები!

სახლში მარტო ყოფნის ყველაზე დიდი მტერი, მოწყენილობაა! მითუმეტეს, როცა კომპიუტერიც არ გაქვს! ამ დროს, იძულებული ხარ, ყველანაირი საშუალებით გაერთო. ჩემს შემთხვევაში გამოიხატება იმითი, რომ ვდგევარ და ტელევიზორს ვუყურებ, რასაც მხოლოდ უკიდურესი მოწყენილობის დროს ვაკეთებ ხოლმე. თან რას გინდა რომ უყურო?! ნუ იტყვი და რაიმე წესიერი გადის!

საბედნიეროდ ჯი-ემ-ჯი მაინც უშვებს, დროგამოშვებთ საშინელებათა ფილმებს. მართალია, არც თუ ისე მაღალი ხარისხის ფილმებს, მაგრამ არა უშავს. გაჭირვების დროს მაინც წავა ხოლმე.

პირველ რიგში კატალოგი ჩავრთე და შემთხვევით გადავაწყდი სამოთხის ტბას, რომელიც ოთხჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ მისი ყურება არ მბეზრდება. ჩემი ბლოგი გადავათვალიერე და გამიკვირდა ამ ფილმის განხილვა.

მოკლედ, ფილმის სიუჟეტი შეეხება, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომელიც გადაწყვეტს შვებულების გატარებას სამოთხის ტბაზე, გზად გადააწყდებიან მოზარდების ბანდას.

ჰმ… ბავშვები ფრთაშესხმული ანგელოზები რომ არ არიან, ამას ჯერ კიდევ უილიამ გოლდვინი ამტკიცებდა, თუმცა ბუზთა ბატონსა და სამოთხის ტბის შორის პარალელების გავლება არა მგონია კარგი იდეა იყოს. ყოველი შემთხვევისთვის, აქაც ფილმი ბავშვების ძალადობას ეხებას. როცა ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, თავადვე ხდებიან მოძალადეები.

პირველად ამ ფილმს რომ ვუყურე საშინელად გავბრაზდი. როგორია 12-13 წლის ბავშვები, სულ ტყუილად რომ კლავენ კაცს. თუმცა შემდეგ რომ ვნახე, ბავშვები უფრო შემეცოდნენ. მშვენივრად ჩანს, რომ ისინი მშობლების და გარემოების მსხვერპლები არიან პროცენტურად უფრო დიდი დამნაშავე აქ საზოგადოებაა, რომ ისინი მკვლელებად ჩამოაყალიბა!

ასე, რომ მშვენიერი ფილმია არაერთხელ საყურებლად :დ ლინკი