წყაულა


წყაულა. საქართველოში გადაღებული ერთ-ერთი პირველი საშინელებათა ფილმია. (უფრო ადრეც გადაიღეს სპამი, მაგრამ მაგას საშინელებათა ფილმად ვერ ვთვლი, უფრო კომედიას განეკუთვნება) ქართული საშინელებათა ფილმი უკვე ირონილად ჟღერს განსაკუთრებით ჩემთვის, მაგრამ მიუხედავად ვერ დამალული სკეპტიციზმისა ფილმის ყურება მაინც დავიწყე. სხვათაშორის საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი.

ფილმი სულ 17 წუთიანია, არ არის გაწელილი და მოსაბეზრებელი (თუმცა 17 წუთში რა უნდა გაწელო?) და ჩემდა საბედნიეროდ არც საზიზღარი მომენტები არ ყოფილა. ფილმი მაგის გარეშე უკვე პროგრესია.

თვითონ საშიშ მომენტებს რაც შეეხება, არის ერთი ორი კარგი მომენტი, რაზეც დავიძაბე, მიუხედავად იმისა რო ადვილად გამოსაცნობია წინასწარ რა მოხდება, ფილმის ყურებაში გატარებულ 17 წუთს ნამდვილად ვერ ვთვლი დაკარგულად. პირადად ჩემი რჩევა იქნება რო უყუროთ, ნასიამოვნები დარჩებით ნამდვილად და ნუ შეიქმნით ისეთ განწყობას რო ეს საქართველოშია გადაღებული და ესეიგი ნაგავი იქნება.

Advertisements