the babadook


all right, პირველი, ამ პოსტის სათაური მინდოდა ყოფილიყო საშინელებათა ფილმის დაუწერელი კანონები, მაგრამ კარგის იყოს ჯანდაბას, რა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მთვარი ხომ პოსტის შინაარსია.

მეორე. არ შემიძლია აღშფოთება არ დავმალო ჯერ ეს ერთი თანამედროვე საშინელებათა ფილმებზე და მერე უკვე ყელში ამოსულ ერთი და იგივეზე :/ ანუ, რატომ არის დღევანდელი საშინელებათა ფილმები ნაგავი და რატო გაქვს ყველა ერთმანეთს? იმიტომ, რომ ფანტაზია უკვე აღარ ყოფნით და არა მარტო ეგ. ნუ, რა თქმა უნდა ფილმის დასაწყისი ყველასთვის უკვე ნაცნობია, რა თქმა უნდა ეს იქნება ვინმე ოჯახი, რომელიც გადადის ახალ სახლში სადაც ადრე დანაშაული მოხდა და ახლა მთავარი გმირი გარდაცვლილ სულებს ხედავს ან არადა მარტოხელა დედა რომელსაც არაჩვეულებრივი ბავშვი ყავს, წყვილი რომელსაც კანიბალი ბავშვი უჩნდება, ბავშვი რომელიც ყველას გიჟი ეგონა, თურმე ერთადერთი იყო ვინც ოჯახის გადარჩენას ცდილობდა ბოროტი მოჩვენებისგან და ა.შ. მოკლედ უკვე ყელშია ეს ერთი და იგივე.

გუშინ სასიამოვნოდ სიახლე აღმოვაჩინე, თურმე ჩემს ტელეფონში უფასოდ შემიძლია ფილმების ჩაწერა (თორემ itun-იდან ჩაწერაზე ჩემმა მტერმა იხადოს ამდენი ფული) და რა თქმა უნდა პირველი დრამას რო არ ჩავწერდი ეგ ბუნებრივია. the babadook  მაგისი ტრეილერი ადრე ვნახე და ჩემი სულის ის ნაწილი, რომელსაც მისტიკისკენ დაუოკებელი მიდრეკილება აქვს, მაშინვე დაინტერესდა, მაგრამ… შემდეგ ეს რამდენი ვინანე ვერ წარმოიდგენთ. კარგი დასაწყისი დავაიგნოროთ, ის რომ მარტოხელა დედის ტიპაჟი, რომელსაც უკვე საშინელი ნერვოზი აქვს რაც სახიდან დაწყებული, საქციელებით დამთავრებული ყველაფერში ეტყობა, არ არის ნამდვილად საინტერესო, მითუმეტეს მისი არა-ნაკლებ ფსიქოპათი 6 წლის შვილი, რომელსაც ბევრი პათეთიკური პირი საყვარელ ბავშვად ჩათვლის… არა ნამდვილად არ არის საინტერესო დასაწყისი. მეორეც, არ შეიძლებოდა ცოტა სპეც-ეფექტები მაინც დაედოთ ნორმალური? 2014 წელია -_- რა სპეც-ეფექტებში გაუჭირდათ, სუ სუ პირველი საშინელებათა ვიდეოც კი ამაზე უფრო საშიშია! -_- საშინლად მენანება ის დრო ჯერ რაც მაგის მოძებნაზე დავხარჯე!!!!!! იმიტომ, რომ myhit-ს რაღაც ჭირს და არც  ერთ ფილმს არ მაწერინებს სხვა საიტებზე არ დევს და სადღაც ჯანდაბაში ძლივს ვნახე საცოდავი ხარისხით!

ჰოდა კიდევ ერთი, თუ საშინელებათა ფილმში ჩანს ძაღლი აუცილებლად იცოდეთ რომ ის ძაღლი პირველი მოკვდება. ესეც საშინელებათა ფილმების პირველი დაუწერელი კანონი და მეორე, ის რო მთავარი გმირი ასევე გაგიჟდება და მეორე მთავარი გმირის მოკვლას შეეცდება -_- ოკულუსის რეჟისორმა ჩემი აზრით ამის რეჟისორს უნდა უჩივლოს საავტორო უფლებების დარღვევისთვის 😐

პ.ს ოდესმე ისეთ ფილმს თუ ვნახავ რომელიც მომწონს party-ს მოვაწყობ.

Advertisements