Birdman


BIRDMAN-poster-crop-255x300

okay დავიწყოთ იმითი, რომ ჯესის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ორი უფასო მოსაწვევისთვის. სხვაგვარად რომ არა აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს ფილმი მენახა, რადგან არ არის ისეთი ფილმი მე რო მომწონს ხოლმე ანუ არც საშინელებათაა და არც სათინეიჯერო. არც დამაინტრიგებელი სიუჟეტი არ აქვს სადაც რაღაც კვანძია ჩახლართული და მერე საათობით ტვინს იწვალებ იმაზე ფიქრით რა მოხდება და როგორ.

მოდი სიმართლე ვთქვათ. ეს ფილმი დიდად არ მომეწონა. ანუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება იდეა კარგი იყო ხოლო გადაღება არა (ეგ კიდე უკვე კარგია, უმეტეს შემთხვევაში არც გადაღება ვარგა და არც იდეა). ეს რეჟისორის ბრალი არაა? არ ვიცი ვერ ვიტყვი ვერაფერს ესე გადაჭრით და დაზუსტებით. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფილმში წამოყენებული არც ერთი სცენა არ იყო ზედმეტი!

სიუჟეტი შემდეგნაირია. ყოფილი კინოვარსკვლავი რომელმაც ახალგაზრდობაში განასახიერა სუპერგმირი Birdman, ახლა ყველასგან მივიწყებულია და სიგიჟის ზღვრამდეც კი არის მისული. მის ფიქრებს არარსებული სუპერგმირი birdman ყველამხრივ აკონტროლებს, რაც ნელ-ნელა იწვევს მისი ფსიქიკის მოშლას.

ჰმმ… ეხლა რა ვთქვა. იცით რა, ჩემი აზრით თუ უბრალო ფილმებს იმისთვის უყურებთ რომ გაერთოთ (ჩემნაირი თუ ხართ ანუ) არ გირჩევთ მის ყურებას. საკმაოდ აზრიანი ფილმია. ფსიქლოგიურმა წნეხმა ნამდვილად მომხიბლა, მთავარი გმირის რიგანის ორმა პიროვნებაც ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით რიგანში ორი პიროვნება იყოს, ერთი რომელიც თავს ილუზიებით იტენის და მეორე რომელიც მწარე სიმართლეს პირისპირ იღებს, მაგრამ რა ვიცი… ჩემი აზრით ბოლომდე ეს ფილმი ვერ გავიგე. შევეცადე, მაგრამ გამიჭირდა.

თქვენზეა გაიგებთ თუ არა, ეს ინდივიდუალურია. მე უფრო Birdman-ს სააზროვნო ფილმების კატეგორიაში გავიყვანდი სადაც მოგიწევს იფიქრო რეჟისორს რისი თქმა უნდოდა. მოკლედ არ ვიცი. არაა ცუდი ფილმი, ოქროს გლობუსსაც იმსახურებს, მაგრამ მე მაინც არ მომეწონა.  😀