პოსტი


ის მომენტი როცა ფილმის განხილვა უნდა დაწერო წესით, მაგრამ თავში არაფერი არ მოგდის, იმიტომ, რომ თავი ცარიელი გაქვს… და ვერც ვერანაირ მეტაფორას ვერ იგონებ, რომ შენი მდგოამრეობა აღწერო, იმიტომ კი არა, რომ უგუნებოდ ხარ, უბრალოდ… გეშინია, რომ ემოციებმა არ გძლიონ და არ აფეთქდე :დ

ჰოდა ისეთი არაფერი, უბრალოდ ეს ბლოგი მომენატრა და აქაურობაც, მაგრამ სინამდვილეში ის დრო მომენატრა, როცა აქ ვწერდი :დ ღამის ორი საათის პათეტიკას დავაბრალოთ ეს პოსტი მეტს არაფერს… თორე მე რომელი რომანტიკოსი ვარ, წარსულს მივტიროდე. უბრალოდ ხანდახან საკუთარ სარკაზმსაც ივიწყებ და ყველაფერსაც და აცნობიერებ, რომ არ გინდა წინ წასვლა და ოცნებობ ხანდახან უკან დარუნებც შეგეძლოს. ჯანდაბა, ბოლო პოსტი იანვარში დავდე და არც ბევრი ლაიქის იმედი მქონდა და არც არაფრის… (დავალებული პოსტი იყო და იმიტო დავდე) უბრალოდ ეს ბლოგი მომენატრა და ის დრო როცა 13 წლის იყავი და დიდი გულის ფანცქალით წერდი ახალ პოსტს და ხუთ წუთში ამოწმებდი ვიზიტორებს :დ ახლა რა, ყველაფერი გკიდია, თან არა მარტო ბლოგზე, ცხოვრებაშიც. :დ

ხოდა რა მინდოდა, რაღაც საინტერესო იდეა მაქვს და შეიძლება განვახორციელო, სხვა ბლოგს უფრო შეეფერება, მარა ახლის ნერვები სად მაქვს ისევ აქ ჯობია, მაინც ჯერ კიდევ ვახსოვარ ჩემ მკითხველებს… სასაცილოა არა? :დ ვიცი არაა მაგრამ მეცინება, და დილით ამ პოსტს რომ ვნახავ სირცხვილით დავიწვები, როგროც სხვა ბევრი გულახდილი პოსტის შემთხვევაში ვყოილვარ. უბრალოდ… მინდოდა, რომ რაღაც დამეწერა. კი მინდა დაბრუნება, მაგრამ ჯანდაბა, რა აზრი აქვს? ბლოგი არავის ადარდებს.

Advertisements

Birdman


BIRDMAN-poster-crop-255x300

okay დავიწყოთ იმითი, რომ ჯესის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ორი უფასო მოსაწვევისთვის. სხვაგვარად რომ არა აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს ფილმი მენახა, რადგან არ არის ისეთი ფილმი მე რო მომწონს ხოლმე ანუ არც საშინელებათაა და არც სათინეიჯერო. არც დამაინტრიგებელი სიუჟეტი არ აქვს სადაც რაღაც კვანძია ჩახლართული და მერე საათობით ტვინს იწვალებ იმაზე ფიქრით რა მოხდება და როგორ.

მოდი სიმართლე ვთქვათ. ეს ფილმი დიდად არ მომეწონა. ანუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება იდეა კარგი იყო ხოლო გადაღება არა (ეგ კიდე უკვე კარგია, უმეტეს შემთხვევაში არც გადაღება ვარგა და არც იდეა). ეს რეჟისორის ბრალი არაა? არ ვიცი ვერ ვიტყვი ვერაფერს ესე გადაჭრით და დაზუსტებით. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ფილმში წამოყენებული არც ერთი სცენა არ იყო ზედმეტი!

სიუჟეტი შემდეგნაირია. ყოფილი კინოვარსკვლავი რომელმაც ახალგაზრდობაში განასახიერა სუპერგმირი Birdman, ახლა ყველასგან მივიწყებულია და სიგიჟის ზღვრამდეც კი არის მისული. მის ფიქრებს არარსებული სუპერგმირი birdman ყველამხრივ აკონტროლებს, რაც ნელ-ნელა იწვევს მისი ფსიქიკის მოშლას.

ჰმმ… ეხლა რა ვთქვა. იცით რა, ჩემი აზრით თუ უბრალო ფილმებს იმისთვის უყურებთ რომ გაერთოთ (ჩემნაირი თუ ხართ ანუ) არ გირჩევთ მის ყურებას. საკმაოდ აზრიანი ფილმია. ფსიქლოგიურმა წნეხმა ნამდვილად მომხიბლა, მთავარი გმირის რიგანის ორმა პიროვნებაც ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით რიგანში ორი პიროვნება იყოს, ერთი რომელიც თავს ილუზიებით იტენის და მეორე რომელიც მწარე სიმართლეს პირისპირ იღებს, მაგრამ რა ვიცი… ჩემი აზრით ბოლომდე ეს ფილმი ვერ გავიგე. შევეცადე, მაგრამ გამიჭირდა.

თქვენზეა გაიგებთ თუ არა, ეს ინდივიდუალურია. მე უფრო Birdman-ს სააზროვნო ფილმების კატეგორიაში გავიყვანდი სადაც მოგიწევს იფიქრო რეჟისორს რისი თქმა უნდოდა. მოკლედ არ ვიცი. არაა ცუდი ფილმი, ოქროს გლობუსსაც იმსახურებს, მაგრამ მე მაინც არ მომეწონა.  😀

the babadook


all right, პირველი, ამ პოსტის სათაური მინდოდა ყოფილიყო საშინელებათა ფილმის დაუწერელი კანონები, მაგრამ კარგის იყოს ჯანდაბას, რა მნიშვნელობა აქვს სათაურს, მთვარი ხომ პოსტის შინაარსია.

მეორე. არ შემიძლია აღშფოთება არ დავმალო ჯერ ეს ერთი თანამედროვე საშინელებათა ფილმებზე და მერე უკვე ყელში ამოსულ ერთი და იგივეზე :/ ანუ, რატომ არის დღევანდელი საშინელებათა ფილმები ნაგავი და რატო გაქვს ყველა ერთმანეთს? იმიტომ, რომ ფანტაზია უკვე აღარ ყოფნით და არა მარტო ეგ. ნუ, რა თქმა უნდა ფილმის დასაწყისი ყველასთვის უკვე ნაცნობია, რა თქმა უნდა ეს იქნება ვინმე ოჯახი, რომელიც გადადის ახალ სახლში სადაც ადრე დანაშაული მოხდა და ახლა მთავარი გმირი გარდაცვლილ სულებს ხედავს ან არადა მარტოხელა დედა რომელსაც არაჩვეულებრივი ბავშვი ყავს, წყვილი რომელსაც კანიბალი ბავშვი უჩნდება, ბავშვი რომელიც ყველას გიჟი ეგონა, თურმე ერთადერთი იყო ვინც ოჯახის გადარჩენას ცდილობდა ბოროტი მოჩვენებისგან და ა.შ. მოკლედ უკვე ყელშია ეს ერთი და იგივე.

გუშინ სასიამოვნოდ სიახლე აღმოვაჩინე, თურმე ჩემს ტელეფონში უფასოდ შემიძლია ფილმების ჩაწერა (თორემ itun-იდან ჩაწერაზე ჩემმა მტერმა იხადოს ამდენი ფული) და რა თქმა უნდა პირველი დრამას რო არ ჩავწერდი ეგ ბუნებრივია. the babadook  მაგისი ტრეილერი ადრე ვნახე და ჩემი სულის ის ნაწილი, რომელსაც მისტიკისკენ დაუოკებელი მიდრეკილება აქვს, მაშინვე დაინტერესდა, მაგრამ… შემდეგ ეს რამდენი ვინანე ვერ წარმოიდგენთ. კარგი დასაწყისი დავაიგნოროთ, ის რომ მარტოხელა დედის ტიპაჟი, რომელსაც უკვე საშინელი ნერვოზი აქვს რაც სახიდან დაწყებული, საქციელებით დამთავრებული ყველაფერში ეტყობა, არ არის ნამდვილად საინტერესო, მითუმეტეს მისი არა-ნაკლებ ფსიქოპათი 6 წლის შვილი, რომელსაც ბევრი პათეთიკური პირი საყვარელ ბავშვად ჩათვლის… არა ნამდვილად არ არის საინტერესო დასაწყისი. მეორეც, არ შეიძლებოდა ცოტა სპეც-ეფექტები მაინც დაედოთ ნორმალური? 2014 წელია -_- რა სპეც-ეფექტებში გაუჭირდათ, სუ სუ პირველი საშინელებათა ვიდეოც კი ამაზე უფრო საშიშია! -_- საშინლად მენანება ის დრო ჯერ რაც მაგის მოძებნაზე დავხარჯე!!!!!! იმიტომ, რომ myhit-ს რაღაც ჭირს და არც  ერთ ფილმს არ მაწერინებს სხვა საიტებზე არ დევს და სადღაც ჯანდაბაში ძლივს ვნახე საცოდავი ხარისხით!

ჰოდა კიდევ ერთი, თუ საშინელებათა ფილმში ჩანს ძაღლი აუცილებლად იცოდეთ რომ ის ძაღლი პირველი მოკვდება. ესეც საშინელებათა ფილმების პირველი დაუწერელი კანონი და მეორე, ის რო მთავარი გმირი ასევე გაგიჟდება და მეორე მთავარი გმირის მოკვლას შეეცდება -_- ოკულუსის რეჟისორმა ჩემი აზრით ამის რეჟისორს უნდა უჩივლოს საავტორო უფლებების დარღვევისთვის 😐

პ.ს ოდესმე ისეთ ფილმს თუ ვნახავ რომელიც მომწონს party-ს მოვაწყობ.