2

წყაულა


წყაულა. საქართველოში გადაღებული ერთ-ერთი პირველი საშინელებათა ფილმია. (უფრო ადრეც გადაიღეს სპამი, მაგრამ მაგას საშინელებათა ფილმად ვერ ვთვლი, უფრო კომედიას განეკუთვნება) ქართული საშინელებათა ფილმი უკვე ირონილად ჟღერს განსაკუთრებით ჩემთვის, მაგრამ მიუხედავად ვერ დამალული სკეპტიციზმისა ფილმის ყურება მაინც დავიწყე. სხვათაშორის საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი.

ფილმი სულ 17 წუთიანია, არ არის გაწელილი და მოსაბეზრებელი (თუმცა 17 წუთში რა უნდა გაწელო?) და ჩემდა საბედნიეროდ არც საზიზღარი მომენტები არ ყოფილა. ფილმი მაგის გარეშე უკვე პროგრესია.

თვითონ საშიშ მომენტებს რაც შეეხება, არის ერთი ორი კარგი მომენტი, რაზეც დავიძაბე, მიუხედავად იმისა რო ადვილად გამოსაცნობია წინასწარ რა მოხდება, ფილმის ყურებაში გატარებულ 17 წუთს ნამდვილად ვერ ვთვლი დაკარგულად. პირადად ჩემი რჩევა იქნება რო უყუროთ, ნასიამოვნები დარჩებით ნამდვილად და ნუ შეიქმნით ისეთ განწყობას რო ეს საქართველოშია გადაღებული და ესეიგი ნაგავი იქნება.

Advertisements
2

american horror story


კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სერიალები არ მიყვარს, თუმცა american horror story-ზე პოსტი რომ არ დავდო, ჩემი აზრით ეს დანაშაული იქნება. შეიძლება არ დამეთახმოთ, ეს თქვენი ნებაა, მაგრამ მაინც, american horror story თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია.

სამი განსხვავებული სეზონი და სამი აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია. პირველი სეზონში ისტორიის მთავარი გმირები არიან,  ჰამონების ოჯახი, რომლებიც ახალ სახლში გადადიან. მკვლელ სახლი. მეორე სეზონში, მოქმედება ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდებ და მესამე სეზონში ე ყურედღების ცენტრში ალქაჯები მოექცევიან.

სერიალის ერთ-ერთი მთვარი პლიუსია ქასთი. ჯესიკა ლენგი, ივან პიტერსი,  კონი ბრიტონი, ემა რობერტსი… პლუს ამას, ქასთი არც ერთ სეზონში არ იცვლება და ეს კიდევ ერთი პლიუსია.

ახლა თვითონ სეზონებს რაც შეეხება, პირდად მე ყველაზე მეტად პირველი სეზონი მომწონს, რადგან სიუჟეტურად ეგ უფრო მომწონს, თუმცა ბევრი არ მეთანხმება და საუკეთესო სეზონად მეორე მიაჩნიათ! მეორე უფრო საშიში და დაძაბულია, მაგრამ სიუჟეტის მხრივ, პირველი ჯობია ჩემი აზრით, თუმცა გემოვნება არ დაობენ და არც მაგაზე არ დავიწყებ ყურებას, თუმცა მესამე სეზონს რაც შეეხება, არაფრად არ ვარგა! ეგ არის მართლა ნაგავი!

ოქტომბერში მეოთხე სეზონი გამოდის, მოქმედება როგორც მახსოვს, კარნავალზე ვითარდება, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სადაც არ უნდა ვითარდებოდეს, პოსტერებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ წინ ნამდვილად საინტერესო სეზონი გველოდება! :3

5

penny dreadful


300x430_1398890182_-_uvorc7gm_o0

ყველაზე მეტად ვერ ვიტან სერიალებს! მნიშვნელობა არ აქვს რა ჟანრია! ასე რომ რო მცოდნოდა penny dreadful სერიალია, არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებდი ყურებას!

სიმართლე რომ ვთქვა, ვნანობ რო დავიწყე, რადგან ჯერ მხოლოდ 1 სერია დევს! ჯანდაბა! მიდი და ელოდე ეხლა ყოველ კვირას ახალ-ახალ სერიებს! :/ არადა თვითონ სერიალი უდავოდ კარგია და მოცდა ნამდვილად ღირს! :/

შინაარსი ასეთია

სერიალის მთავარი მოქმედი პირები ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებების საშიში პერსონაჟები არიან ისეთები როგორებიც არიან: ექიმი ფრანკენშტეინი და მისი ქმნილება, დორიან გრეი და საკულტო ფიგურები რომანიდან დრაკულა. ისინი ვიქტორიანული ეპოქის ლონდონში სხვა და სხვა საშინელი ამბის მონაწილენი ხდებიან.

სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან შინაარსის გადამკიდე, წარმოდგენილი მქონდა, ბუხრის წინ მჯდარი ბებია, პატარა ბავშვებით გარშემოტყმული, რომელსაც ხელში ზღაპრების წიგნი უკავია, მაგრამ საბედნიეროდ შევცდი. საკმაოდ სერიოზული გოთიკური სტილის სერიალია, პრინციპში ასეთს არც ველოდი. საინტერესო შინაარსი, მშვენიერი საუნთრექი და ასევე არც თუ ისე სპეცეფექტები. უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე ეპიზოდზე მშვენივრად შევხტი.

ყველას რო ვურჩევ ვუყურო, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ახალ-ახალი სერიების ლოდინის თავი აქვს. პირადად მე, მაქვს, რადგან ისეთი სერიალია, რო ნაღდად ღირს და ისე დიდი მოთმინების პატრონი ნაღდად არ ვარ.